,,მარტოხელა მეგობარი მყავს 14 წლის ვაჟით და ოჯახში დახმარება სჭირდებაო” – ქართველი დიზაინერის ემიგრანტული ცხოვრება

,,მარტოხელა მეგობარი მყავს 14 წლის ვაჟით და ოჯახში დახმარება სჭირდებაო" - ქართველი დიზაინერის ემიგრანტული ცხოვრებანინო ლომაშვილი-ლასკარი საბერძნეთში 23 წლის წინ ჩავიდა, როგორც კი პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. ახლა ის სამკაულების ცნობილი სიზაინერია. თავის ემიგრანტულ ცხოვრებას ასე იხსენებს:

-ჩამოსული გოგონებისთვის დასაქმების ორი გზა არსებობს – ან ბარი, ან ოჯახი. ვინაიდან პატარა ვიყავი და აღზრდაც სხვანაირი მქონდა, ოჯახში მუშაობა ვარჩიე. მაშინ ყველას გაუკვირდა და ამბობდნენ, ნინომ რთული გზა აირჩია, სახლებს ალაგებსო…

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გავიცანი გიორგი (გეორგიოს): მეზობელმა შემომთავაზა, მარტოხელა მეგობარი მყავს 14 წლის ვაჟით და ოჯახში დახმარება სჭირდებაო. პირველ დღეს ყავის მოდუღება მთხოვა, ვიდრე მივუტანდი, ჩაიკოვსკის პირველ კონცერტს უსმენდა, შვებით ამოვისუნთქე და ვთქვი, განათლებული ადამიანია და ამასთან მუშაობა ღირს-მეთქი, მოვიხიბლე…

როცა ხელფასის რაოდენობაზე ჩამოვარდა საუბარი, ავუხსენი, რომ ჩემთვის ადამიანურ მოპყრობას აქვს მნიშვნელობა და არა თანხის რაოდენობას. თავიდანვე ერთმანეთის ნდობა გვქონდა – მთელი ოჯახი და სახლი მთლიანად მე მებარა, ნდობა პატივისცემაში გადაიზარდა.

დიდხანს ვმეგობრობდით, გაჭირვებისა და ტკივილის დროს ერთმანეთს ვედექით მხარში. მთლიანად კი ჩემი გული ერთ-ერთ დაბადების დღეზე მოიგო. ბავშვობაში მამას დავყვებოდი სანადიროდ, იმდენად მიყვარდა ნადირობა, რომ მამა შემპირდა, თვრამეტი წლის რომ გახდები, თოფს გიყიდიო. შემდეგ ისე მოხდა, დედ-მამა გაშორდნენ. თვრამეტი წლის  გავხდი, მაგრამ  მამას არც კი გახსენებია დანაპირები. ეს მოყოლილი მქონდა გიორგისთვის.

ერთ-ერთ დაბადების დღეზე საჩუქარი მომართვა, ყუთი გავხსენი და თოფი აღმოვაჩინე ძალიან თბილი ბარათით: „მსურს, ბავშვობის ყველა ტკივილი მოგიშუშო!“. მაშინ ვიგრძენი, რომ ეს ნამდვილად ჩემი ადამიანია… სიყვარულიც მოვიდა და შემდეგ დავოჯახდით კიდეც. ,,მარტოხელა მეგობარი მყავს 14 წლის ვაჟით და ოჯახში დახმარება სჭირდებაო" - ქართველი დიზაინერის ემიგრანტული ცხოვრება-ამ უნიკალური სამკაულების შექმნა თქვენი ჰობია თუ პროფესია?

-რომ დავქორწინდით, გიორგის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ისმინი შაბათ-კვირას ჩვენთან რჩებოდა. ვასწავლიდი ცოტა ხატვას, ქარგვას, კერვასაც. მივხვდი, რომ თითები უმუშავებს, კარგი ხელი აქვს. ფსირიზე არსებობს კარგი საიუველირო სკოლა და ისმინის მშობლებს მისი იქ შეყვანა ვურჩიე. ჭკუაში დაუჯდათ. სკოლის დირექტორთან შეხვედრა დავთქვი, მაგრამ გაფიცვების და გადაკეტილი გზების გამო ჩაიშალა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ისმინი ლონდონში წავიდა სასწავლებლად, მე კი ჭკუაში დამიჯდა ხელოვნების სკოლაში სწავლა. დავიწყე ჩემი მეუღლის „დამუშავება“. დამცინა, 38 წლის ასაკში რაღა დროს იუველირობის სწავლააო. ყოველდღე ვეჩიჩინებოდი, თავი რომ მოვაბეზრე, ოღონდ მომეშვი და წადიო.

პირველივე წელს დამეტყო, რომ მიდრეკილება მაქვს და შემიძლია მიზნის მიღწევა. გამომადგა ჩემი პროფესია – ინჟინერ-მშენებელი. ლითონის გაცხელება-დადნობისას ვიცოდი, რა ძალები განვითარდებოდა,  როგორ დაიჭიმებოდა – ამაში ფიზიკის ცოდნა მეხმარებოდა, შემდეგ გამოთვლა და, რაც მთავარია, ხაზვა, რადგან ყველა სამკაულის შექმნა მონახაზით იწყება.

პირველ კურსზე ყოფნისას თესალონიკში გამოცხადდა კონკურსი, სახელწოდებით „ვლემა სტრამენო სტინ ელადა“. სწორედ მაშინ დამებადა „პერისტერონების“ იდეა. ყველამ ანტიკური ხანის ნაკეთობების შექმნა დაიწყო, მე კი ჩავთვალე, რომ გარდა ანტიკური ხანისა, საბერძნეთს ბევრი სხვა რამ აქვს არაჩვეულებრივად ლამაზი, რომელიც ღირს საჩვენებლად. კონკურსის პირობით საწყის ეტაპზე ნახაზები უნდა გაგვეგზავნა, გამარჯვების შემთხვევაში კი 10 დღეში უნდა შეგვექმნა სამკაულები. ორი კვირის მერე დამირეკეს და ბატონ ნინოს სთხოვეთო,  მეუბნებიან. ბატონის რა გითხრათ, მაგრამ ქალბატონი ნინო მე ვარ-მეთქი, ვუპასუხე. მეორე ადგილზე გასვლა მომილოცეს. გაგიჟდა ჩემი მეუღლე, მაშინ პირველად დაიჯერა, რომ რაღაც შემიძლია.

ნოსტალ.ჯი