ლიდა ლომიძის სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა – იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ლიდა ლომიძის სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა – იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალაშოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ იტალიაში კიდევ ერთი ემიგრანტი გარდაიცვალა.

„გარდაიცვალა ემიგრანტი იტალიაში ქალაქ ბარიში – ლიდა ლომიძე. მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა.

ვინც გიცნობდა, ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი – ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო. ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულისსითბო.

,,შოთო სიხარულიძე – ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამსმ თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული”.