,,ხვალიდან შე­იც­ვლე­ბა ენერ­გე­ტი­კა სამ­ყა­რო­ში და ყვე­ლა­ნი ამო­ვი­სუნ­თქებთ” – ასტროლოგი ქეთი ვაწაძე

,,ხვალიდან შე­იც­ვლე­ბა ენერ­გე­ტი­კა სამ­ყა­რო­ში და ყვე­ლა­ნი ამო­ვი­სუნ­თქებთ" - ასტროლოგი ქეთი ვაწაძეჩინური კალენდრის მიხედვით ხვალიდან ტახის წელი შემოდის. თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მშვიდი, წარმატებული წელი გვქონდეს, ამის შესახებ ასტროლოგი ქეთი ვაწაძე ფეისბუქში წერს:

,,5 თე­ბერ­ვალს, 1:03 წუთ­ზე ახალმთვა­რე­ო­ბაა, ასე­ვე იწყე­ბა ყვი­თე­ლი ტა­ხის წე­ლი­წა­დი! (ტა­ხის წელი რე­ა­ლუ­რად 4-ში შე­მო­დის ჩი­ნუ­რი მზის კა­ლენ­დრით, მაგ­რამ მთვა­რის კა­ლენ­დრით 5-ში… და რო­გორც მთე­ლი ჩი­ნე­თი, ისე აღ­ვნიშ­ნავთ – მთვა­რის კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით).

რო­გორც არას­დროს, ისე ვე­ლო­დე­ბი წლის მბრძა­ნებ­ლის შეც­ვლას, რად­გან ტა­ხის წელი ბევ­რად მშვიდ, კე­თილ, ბა­რა­ქი­ან წლად მი­იჩ­ნე­ვა. შე­იც­ვლე­ბა ენერ­გე­ტი­კა სამ­ყა­რო­ში და ყვე­ლა­ნი ამო­ვი­სუნ­თქებთ. ნაკ­ლე­ბი ვირუ­სე­ბი, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, თუმ­ცა, მა­ინც, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ მზე გა­დის მერ­წყუ­ლის ნი­შანს და აქ­ვეა ე.წ. შავი მთვა­რე, ლი­ლი­ტიც, ამი­ტომ გა­ზის, აი­რე­ბის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბა არ ივარ­გებს. სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ ყვე­ლამ მი­ნი­მუმ 22 რი­ცხვამ­დე, უკე­თე­სია 3 მა­ი­სამ­დე, სა­ნამ ლი­ლი­ტი არ და­ტო­ვებს მერ­წყუ­ლის ნი­შანს.

ჩი­ნუ­რი ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე მო­ა­წეს­რი­გეთ სახ­ლი… გა­ი­ტა­ნეთ ყვე­ლა­ფე­რი დრო­მოჭ­მუ­ლი, უსარ­გებ­ლო, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი, გაბ­ზა­რუ­ლი ნივ­თი. ანუ გა­ა­სუფ­თა­ვეთ სახ­ლის ენერ­გე­ტი­კა ყო­ველ­გვა­რი და­მან­გრე­ვე­ლი, ნე­გა­ტი­უ­რი ვიბ­რა­ცი­ე­ბის­გან.

სახ­ლი მორ­თეთ ყვი­თელ-ოქ­როს­ფერ ფერ­თა გა­მა­ში, სუფ­რაც იგი­ვე ფე­რის ჭურ­ჭლით ან იმ ფერი აქ­სე­სუ­ა­რე­ბით გა­ა­წყვეთ (თუნ­დაც ხელ­სა­ხო­ცი იყოს).

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხის და თი­ხის ელე­მენ­ტი იყოს ინ­ტე­რი­ერ­ში, ასე­ვე, ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბი, ხის ტო­ტე­ბი (სა­უ­კე­თე­სოა მან­და­რი­ნის, ნაძ­ვის, ატ­მის ტო­ტე­ბი). ბევ­რი არა­ფე­რი დაგ­ჭირ­დე­ბათ სუფ­რა­ზე – საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა მან­და­რი­ნი და ფორ­თო­ხა­ლი, ხილი, ტკბი­ლე­უ­ლი, ვი­საც რისი სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ. თუ თქვენ სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბას შე­გიქ­მნით, შე­გიძ­ლი­ათ გო­ჭუ­ნას­თვი­საც მო­ა­ზა­დოთ რამე – წყლი­ა­ნი თასი, მარ­ცვლე­უ­ლი, რკო, ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, წაბ­ლი, მწვა­ნი­ლი და სხვ.

აუ­ცი­ლებ­ლად იქო­ნი­ეთ სუფ­რა­ზე და ჯი­ბე­ებ­შიც რა­ი­მე სა­ხის კუ­პი­უ­რა!

შე­გიძ­ლი­ათ და­ან­თოთ ყვი­თე­ლი ან ოქ­როს­ფე­რი სან­თლე­ბი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ჩა­მო­წე­როთ 2019 წლის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რა გსურთ, რომ მოხ­დეს ამ წელს. შე­ე­ცა­დეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბი გა­წე­როთ და გვერ­დით სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბის ვადა მი­ა­წე­რეთ. მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მი­უ­დე­ქით ამ სა­კითხს. ახა­ლი წლის დად­გო­მის­თა­ნა­ვე, გა­და­ხე­დეთ თქვენს ჩა­მო­ნათ­ვალს, ანუ სამ­ყა­როს გა­უგ­ზავ­ნეთ თქვე­ნი დაკ­ვე­თა… დი­ლით კი ეს ფურ­ცე­ლი სა­გულ­და­გუ­ლოდ და­მა­ლეთ და… და­ი­ვი­წყეთ! მთა­ვა­რი, მა­ინც ჩვე­ნი გან­წყო­ბა, ჩვე­ნი პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბია!

წარ­მა­ტე­ბულ, მშვი­დო­ბი­ან, დოვ­ლა­თი­ან წე­ლი­წადს გი­სურ­ვებთ! დაე, ყვე­ლა კე­თი­ლი სურ­ვი­ლის ახ­დე­ნა­ში და­გეხ­მა­როთ სამ­ყა­რო!”