გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

გურანდა გაბუნია გარდაიცვალა81 წლის ასაკში მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა. რამდენიმე თვის წინ მან მძიმე ტრავმა მიიღო.

-გუ­რან­და გა­ბუ­ნია ერთი თვის წინ სახ­ლში წა­იქ­ცა და მო­ი­ტე­ხა ფეხი. როცა აღარ გა­მოჩ­ნდა, კარი შე­ან­გრი­ეს და ის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდათ. ამის შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, გა­უ­კე­თეს ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­თულ­და, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. ვი­ყა­ვი მას­თან კლი­ნი­კა­ში, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე მე­სა­უბ­რა, კერ­ძოდ 80 წელი უს­რულ­დე­ბა და ამ იუ­ბი­ლეს­თვის ემ­ზა­დე­ბა. დღე­საც მივ­დი­ვარ მას­თან და მო­ვი­ნა­ხუ­ლებ, – ყვებოდა ნოემბერში თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე.

მსახიობმა 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მან მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მრავალი წელი გაატარა. მისი ბიოგრაფია ათეულობით კინო თუ თეატრალური როლით არის დატვირთული.