გორში ქალმა თავისი შვილის მასწავლებელი სცემა

გორში ქალმა თავისი შვილის მასწავლებელი სცემაგორის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა მასწავლებელი სცემა – წერს გორის სათემო რადიო ,,მოზაიკა”.
რადიოს წყაროს ინფორმაციით, მშობელმა პედაგოგს ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც გაიგო, რომ მის შვილს მასწავლებელმა გაკვეთილზე სცემა.

,,როცა მშობელმა გაიგო, რომ მასწავლებელმა მისი შვილი გაკვეთილზე სცემა, სკოლაში მოვიდა. პედაგოგსა და მას შორის ფიზიკური დაპისრიპირებაც ამ ამბავს მოჰყვა”, – უთხრეს რადიო “მოზაიკას”.
არსებული ინფორმაციით, სკოლის მანდატურმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. მან განყოფილებაში ჯერ მასწავლებელი წაიყვანა, მოგვიანებით კი ფაქტზე მშობელიც გამოკითხა.

რადიო ,,მოზაიკას” ინფორმაციით, მასწავლებელმა და მშობელმა გორის სამმართველოს განყოფილებაში, გამოკითხვაზე ყოფნისას, ფიზიკური დაპირისპირება უარყვეს და თქვეს, რომ ერთმანეთს მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც შსს ამბობს, გამოკითხვის შედეგად დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. ფაქტის გადამოწმების მიზნით პოლიციას სკოლის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეოკამერის მასალები არ ამოუღია.

მომხადრის შესახებ საქმის კურსშია სკოლის დისციპლინარული საბჭო. როგორც სკოლის დირექტორმა გვითხრა, 10 დღის ვადაში ისინი მოიკვლევენ, რა მოხდა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.

,,იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ მასწავლებელმა ბავში სცემა, ის სამსახურს დატოვებს. თუ მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, მაშინ მას გაფრთხილებას მივცემთ”, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.
ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტის შესახებ გორის რესურსცენტრმა ინფორმაცია განათლების სამინისტროსაც მიაწოდა.

მოზაიკა