,,გერმანია 800 ევროს არაფრის კეთებაში მიხდის, მანდ ვირივით მუშაობაში 350 ლარს ვიღებდი”

,,გერმანია 800 ევროს არაფრის კეთებაში მიხდის, მანდ ვირივით მუშაობაში 350 ლარს ვიღებდი"გერმანიაში მცხოვრები გიორგი ქადაგიშვილი წერს, რომ საქართველოში მონურად მუშაობაში 350 ლარს იღებდა, გერმანიაში კი არაფრის კეთებაში 800 ევროს უხდიან.

,ეს იცით რა არის? ეს უბრალო 800 ევრო არ არის, ეს არის მრავლისმთქმელი ფულის კუპიურები, ფაქტობრივი მტკიცებულება არსებული რეალობისა და კიდევ იმ ილუზიისა, რაშიც ქართველებს ასულდგმულებენ, ეს ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი თანხა, საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია და თუ როგორ და რატომ ეხლავე მოგახსენებთ.

ამ თანხას, ანუ ქართულ ხალხურად რომ ვთარგმნო, 2400 ლარს მე გერმანიის ხელისუფლება ყოველთვიურად მიხდის და იცით, რაში? არაფერში. აი, ასე არაფრის კეთებაში გერმანელები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყოველთვიურად მიხდიან 2400 ლარს. მანდ 13 საათი ვირივით რომ ვმუშაობდი, მონად, რამდენს მაძლევდა საქართველოს ხელისუფლება, იცით? 350 ლარს, 13 საათიან სამუშაო დღეში თვიური ხელფასი მქონდა 350 ლარი.

ახლა დავძაბოთ აბა, გონება და მივხვდეთ, რა ჯობია, უმუშევრად დებაში 2400 ლარის მიღება თუ 13 საათი ჩოკინა სახედარივით მუშაობა და 350 ლარის მიღება?

და აი, ეს ნაბო@ი ეპატიჟებიან ემიგრანტებს საქართველოში? რომ ჩამოვიდე და გადავიდო ფეხი ფეხზე, არაფრის კეთებაში მომცემ მანდაც 2400 ლარს, საქართველოს ხელისუფალო? აა, ვერა? მაშინ სადღა მეპატიჟებით, თქვენი დედები მო….ან? რატომ მეპატიჟებით? 13 საათიან სამუშაო დღეზე მონების ნაკლებობა განიცადა უკვე მაფიოზურმა ბიზნესმა?

მე, უცხოს, ვიღაც არაფრის კეთებაში 2400 ლარს მიხდის და თქვენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები დახოცეთ შიმშლით, თქვენი ფაშისტი დედა…

საქართველოდან წამოღებული მაქვს 60 თეთრი, დავხედავ ხოლმე და მახსენდება, როგორ არ მომცეს 1 ცალი პური მაღაზიაში იმიტომ, რომ 20 თეთრი დამაკლდა, აი, ამ 60 თეთრს დავხედავ ხოლმე, ნოსტალგია როდესაც მომეძალება და უცბადვე მოვდივარ აზრზე, რომ არ უნდა მივქარო და ჯოჯოხეთში არ უნდა ჩავხტე ისევ თავით.

გმადლობთ ყურადღებისათვის და ვინც მე საქართველოდან გაქცეულ-გამაძღარი მიწოდოს, ნაცვლად ხელისუფლების ლანძღვისა, იმათ დედაც ცალკე…. ემიგრანტებს რომ მიახტებიან ხოლმე და იმ წურბელებზე, ვინც მათ გაქცევას აიძულებს, ხახვისა და კარტოფილის ხათრით დუმილს ამჯობინებენ”.