გაზით გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს

გაზით გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს,,თბილისში, ბუნებრივი აირის ნამწვავის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს”, – ინფორმაცია ამის შესახებ გორის სათემო რადიო “მოზაიკას” მიაწოდეს.
წყაროს თქმით, სახლში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ყველა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
-სავარაუდოდ, იმ დროს შევიდნენ სახლში, როდესაც ყველა სასაფლაოზე იყო. ოჯახის წევრების ჩანთები გახსნეს და ფული მოიპარეს, – განუცხადეს რადიო ,,მოზაიკას”.
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. მათ რამდენიმე მეზობელი გამოკითხეს.

გორის პოლიციას დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯერ არ გამოუვლენია.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობს.

რადიო ,,მოზაიკა”