დავით კირკიტაძე მეორედ დაქორწინდა – ფოტო ციხიდან

დავით კირკიტაძე მეორედ დაქორწინდა - ფოტო ციხიდანერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე ამ წუთებში ე.წ. მატროსოვის ციხეში ქორწინდება – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ,,პირველი” ავრცელებს და ფოტოებს აქვეყნებს.
პატიმარი პოლიტიკოსის რჩეული 27 წლის მარიამ ახობაძეა. ის ეს­თე­ტი­კუ­რი ცენ­ტრის გა­ყიდ­ვე­ბის დი­რექ­ტო­რია.

დავით კირკიტაძესთვის ეს მეორე ქორწინებაა. მისი პირველი მეუღლე ტელეწამყვანი და ერთ-ერთი კომპანიის პიარმენეჯერი სალომე წაქაძე იყო.

წყვილის მეჯვარეები სასჯელაღსრულების თანამშრომლები იქნებიან.

და­ვით კირ­კი­ტა­ძე ვე­ლის­ცი­ხე­ში 16 დე­კემ­ბერს მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის­თვის, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით და­ა­კა­ვეს.