,,დაიდოს პლასტიკური ქირურგების ცოლების ფოტოები, ვნახოთ, შეიძლება თუ არა აწყობა”- ნინო ნადირაძე

,,დაიდოს პლასტიკური ქირურგების ცოლების ფოტოები, ვნახოთ, შეიძლება თუ არა აწყობა"- ნინო ნადირაძეკარდიოლოგ და ტელეწამყვან ნინო ნადირაძეზე ხშირად წერენ, რომ მისი კარგი გარეგნობა ქმრის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის დამსახურებაა.

როგორც ჩანს, ერთი და იმავეს ლაპარაკი ნინო ნადირაძეს ყელში ამოუვიდა, ფეისბუქში საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო დადო და კომენტარიც დაურთო.

,,რამდენსაც მინდა, იმდენ ფოტოს დავდებ საცურაო კოსტიუმში! მე გადაგიხდით ფულს და როგორ აგაწყობენ და შეიძლება თუ არა აწყობა, დავინახავ.

დაიდოს ყველა პლასტიკური ქირურგის ცოლების და ქალი სანათესაოს ფოტოები, თუ ასე მარტივია აწყობა და გადაწყობა”- დაწერა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ.