,,ჩიტის რძე” – ბავშვობის გემოს მარტივი რეცეპტი

,,ჩიტის რძე" - ბავშვობის გემოს მარტივი რეცეპტიგაიხსენეთ ბავშვობის გემო და გამოაცხვეთ ,,ჩიტის რძე” – ნაზი და ჰაეროვანი.

შემადგენლობა

კვერცხი 8 ცალი.

შაქარი 3 ს/კ.

ხორბლის ფქვილი 130 გრ

კაკაო  2 ს/კ.

რძე 560 მლ

შაქრის პუდრი 250 გრ

ვანილი, მარილი გემოვნებით

კარაქი 250 გ

შავი შოკოლადი 150 გ

მომზადება

6 კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად, ცალკე ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად კვერცხის ცილები და ორივე ერთმანეთს შეურიეთ. დაამატეთ 100 გრ ფქვილში არეული კაკაო და კვლავ ათქვიფეთ. ოთხკუთხა ქაღალდდაფენილ ფორმაში ჩაასხით ცომი და 180 გრადუსზე 20-25 წუთი გამოაცხვეთ.

მოვამზადოთ კრემი. ღრმა ქვაბში 2 კვერცხი მსუბუქად ათქვიფეთ 30 გრ ფქვილთან ერთად. ფრთხილად ჩაასხით 500 მლ გაციებული ანადუღარი რძე და საშუალო ცეცხლზე დადგით. ურიეთ შესქელებამდე, შემდეგ დააფარეთ ცელოფანი და გააციეთ.

220 გრ შერბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად. ათქვეფის პროცესში ნელ-ნელა დაამატეთ გაციებული რძის მოხარშული მასა. მიღებული კრემი წაუსვით გაციებულ გამომცხვარ ფირფიტას.

მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი. გაადნეთ შოკოლადი სქელძირიან ჭყრჭელში ან ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ დარჩენილი შაქარი და კარაქი, 1- 2 წუთის შემდეგ მოასხით კრემს ზემოდან.

შეინახეთ დესერტი 4 საათით მაცივარში, შემდეგ სველი დანით დაჭერით ნაჭრებად.

პოპსუგარ.ჯი