,,ჩემს სიცოცხლეში ასეთ რამეზე ტაში დამიკრავს? როგორ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება” – თენგიზ არჩვაძე

,,ჩემს სიცოცხლეში ასეთ რამეზე ტაში დამიკრავს? როგორ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება" - თენგიზ არჩვაძეუზენაეს სასამართლოს ის მოსამართლეები უნდა ჰყავდეს, რომლებიც არ ემსახურებოდნენ ძალადობრივ რეჟიმს, არ გამოჰქონდათ უსამართლო განაჩენი, – ასეთ განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები, საზოგადოების წარმომადგენლები, მაგრამ, როგორც ამბობენ, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.
,,კვირის პალიტრამ” ამ საკითხზე მსახიობ თენგიზ არჩვაძეს კომენტარი სთხოვა.
– ავად ვარ, ლოგინიდან წამოდგომაც მიჭირს, კიდევ უფრი უარესად მხდის ის საშინელება, რასაც ტელევიზიით ვუყურებ! რაღა ფასი აქვს ამნაირ სიცოცხლეს, მითხარით, ოცი წლით ახალგაზრდა მაინც ვიყო, მაშინ კი ვიცი, რასაც ვიზამდი! ახლა თქვენც ისე მირეკავთ და აზრს მეკითხებით, თითქოს ამ საქმის მონაწილე ვიყო ან თითქოს ჩემგან ტაშის დაკვრას ელით ამ საშინელებაზე!
ჩემს სიცოცხლეში ასეთ რამეზე ტაში დამიკრავს? – როგორ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება, ბატონო! ყველაფერს ყურს ვუგდებ და საქმის კურსში ვარ, მაგრამ რა გავაკეთო, რა შემიძლია?
მეტი რომ არ შეიძლება, იმდენად უარყოფითად ვაფასებ ამ პროცესებს,  მაგრამ სახლიდანაც ვერსად გავდივარ!
ვინც ხელისუფლების გარეთ არის – მთელი საქართველო, რატომ უშვებენ ასეთ რამეს?! ავად ვარ, სუნთქვაც კი მიჭირს, მაგრამ გეუბნებით, რომ ამ მოსმართლეების ამბით უკიდურესად გაბრაზებული ვარ! – უთხრა ჟურნალისტს მსახიობმა.
კვირის პალიტრა