ბრონქო-მუნალი – გამოყენების ძველი და ახალი შესაძლებლობები

ბრონქო-მუნალი - გამოყენების ძველი და ახალი შესაძლებლობები

სასუნთქი გზების ინფექციები ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში, რაც მოიცავს სამედიცინო კონსულტაციების 20%-ით გაზრდას, 30%-ით სამუშაოს გაცდენებს. ამ ინფექციებზე მოდის საერთო ანტიბიოტიკების დანიშვნის 75%.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით გვესაუბრება თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პედიატრთა ასოციაციის გენერალური მდივანი ნუგზარ უბერი.

– ბატონო ნუგზარ, რა იწვევს სასუნთქი გზების ინფექციებს?

– სასუნთქი გზების ინფექციებს ძირითადად ვირუსები და ბაქტერიები იწვევენ. მათი  გადაცემა მარტივად ხდება, ჰაერწვეთოვანი და კონტაქტის გზით, ხალხმრავალ ადგილებში. დაავადების ყველაზე ხშირი გამომწვევები, როგორც წესი, არიან ვირუსები: გრიპის, პარაგრიპის, RS ვირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსი. ზოგიერთი ბაქტერია იწვევს მწვავე რესპირაციული დაავადებების გართულებებს, როგორიცაა: შუა ყურის, ცხვირის დანამატი ღრუების, ბრონქების ან ფილტვების ანთება. კვლევებით დასტურდება, რომ სასუნთქი სისტემის ინფექციების გართულებების საერთო მაჩვენებელი 15%-ს აჭარბებს. მარტივ ინფექციებს, როგორც წესი, აქვთ კარგი პროგნოზი, მაგრამ რეციდივების ან/და ბაქტერიული დართული ინფექციების დროს მოსალოდნელია სხვადასხვა გართულებები, რომლებიც თხოულობენ შესაბამის ანტიბაქტერიულ თერაპიას. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მათი ეფექტურობა შესამჩნევად დაქვეითდა ანტიბიოტიკების ხშირი და არასწორი გამოყენების გამო. ამიტომ ვაქცინაცია რჩება ყველაზე ეფექტურ და მიზანდასახულ მეთოდად რესპირაციული ინფექციების პროფილაქტიკაში.

– ბატონო ნუგზარ, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

– ბავშვებში რესპირატორული დაავადებების სიმპტომებიდან ხშირია ცხვირის დახშობა, ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან, ცემინება, ხველა, ყელის ტკივილი, ნუშურა ჯირკვლებზე ნადები, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ორგანიზმის ინტოქსიკაციით გამოწვეული გულისრევა, ღებინება და სხვა.

ზემო და ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. სიმპტომებით დაავადების გამოცნობა ხშირად შეუძლებელია და მნიშვნელოვანია, მშობელმა დროულად მიიყვანოს ბავშვი ექიმთან, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი გართულებები.

– როგორ დავიცვათ თავი სასუნთქი გზების ინფექციებისგან და სასურველია თუ არა ვაქცინაცია?

– სამწუხაროდ, სასუნთქი სისტემის დაავადების პრევენციისათვის თანამედროვე საშუალებები მხოლოდ ზოგიერთი გამომწვევის საწინააღმდეგოდ (გრიპის ვაქცინა, პნევმოვაქცინა, ჰემოფილუსის საწინააღმდეგო ვაქცინა) არსებობს. ამიტომ შეიქმნა სპეციფიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებისათვის სასუნთქი გზების ინფექციის კონკრეტული გამომწვევის საწინააღმდეგო პრეპარატი.

ერთ-ერთი თანამედროვე, მაღალეფექტური ბაქტერიული იმუნომოდულატორი არის ბრონქო-მუნალი. ის მიკრობული წარმომავლობის პრეპარატია და იწვევს სასუნთქი სისტემის ინფექციის უხშირესი გამომწვევების საწინააღმდეგო იმუნურ პასუხს. ბრონქო-მუნალი მკვეთრად აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას სასუნთქი სისტემის ინფექციების დროს. 1

ბრონქო-მუნალის მიღება შესაძლებელია, როგორც ვაქცინისგან დამოუკიდებლად, ასევე ვაქცინებთან ერთად. კვლევით დადგენილია, რომ გრიპის ვაქცინის პარალელურად ბრონქო-მუნალის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს სასუნთქი გზების ინფექციების სიხშირეს იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც აქვთ ჩატარებული მხოლოდ გრიპის ვაქცინაცია. 4

ბრონქო-მუნალი - გამოყენების ძველი და ახალი შესაძლებლობები
– რა სიხშირით შეიძლება დაინიშნოს ბრონქო-მუნალი წლის განმავლობაში პრევენციის ან კომპლექსურ მკურნალობაში?

– მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით დადგენილია, რომ პროფილაქტიკური მიზნით საშუალოდ 6 თვეში ერთხელ ინიშნება, ხოლო კომპლექსურ თერაპიაში – დაავადების ნებისმიერ სტადიაზე, რაც შეამცირებს დაავადების ხანგრძლივობას და ბაქტერიული ინფექციის გართულების რისკს. მინიმალური კურსი არის 10 დღე.

– შეიძლება თუ არა ამ პრეპარატის დანიშვნა ალერგიით შეპყრობილ პაციენტებში?

– დადგენილია, რომ ბრონქო-მუნალის პროფილაქტიკური დანიშვნა ალერგიულ პაციენტებში სარწმუნოდ აქვეითებს გართულების პროცესს და ამცირებს ფარმაკოლოგიური დატვირთვის აუცილებლობას.

ბრონქო-მუნალის უსაფრთხოება და თერაპიული სარგებელი დადასტურებულია მრავალი კლინიკური კვლევით. პრეპარატი გამოცდილია, წარმოდგენილია 61 ქვეყანაში და აღსანიშნავია, რომ 1996 წლიდან ბრონქო-მუნალით (OM-85) დაახლოებით 28 მილიონ ბავშვზე მეტს ჩაუტარდა მკურნალობა. 2

ბრონქო-მუნალის შემადგენლობა ყველაზე ოპტიმალურია, შეიცავს 8 ბაქტერიის 21 შტამს, რომლებიც ყველაზე ხშირად არის დაკავშირებული რესპირაციული ტრაქტის ინფექციებთან, ამიტომ გამოიყენება, როგორც სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკისა და დამხმარე საშუალება მკურნალობის დროს. პრეპარატის მიღება შესაძლებელია ბავშვებში 6 თვის ასაკიდან. 1

ბრონქო-მუნალი ეფექტურია სასუნთქი სისტემის მორეციდივე ინფექციების დროს ბავშვებში, იგი ამცირებს როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული რესპირაციული ტრაქტის ინფექციების სიხშირეს, სიმძიმესა და ხანგრძლივობას სკოლამდელ და სასკოლო ასაკის ბავშვებში. 2,3

ბრონქო-მუნალი ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს რესპირაციული ტრაქტის ინფექციების სიმპტომების სიხშირესა და სიმძიმეს (ხველა, ცხვირის გაჭედილობა, სტვენითი ხმიანობა), პრეპარატით იმუნიტეტის ეფექტური დაცვა განაპირობებს სკოლის გაცდენილი დღეების შემცირებას. 2,3

დაბოლოს, ბრონქო-მუნალი ყველაზე შესწავლილი პრეპარატია იმუნომოდულატორებს შორის. გამოიყენება 30 წელზე მეტია. ის აძლიერებს იმუნიტეტს, როგორც ვირუსების, ასევე ბაქტერიების მიმართ, რაც ამართლებს მის გამოყენებას როგორც პრევენციული, ასევე მკურნალობის სქემებში სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს, ამცირებს რა ინფექციების სიმპტომების სიხშირესა და სიმძიმეს. 1,2

———————————–

1 PIL of Product;
2 BRONCHO-MUNAL® (OM-85) in Children Acute Infections ofupper respiratory tract – Overview of the pre-clinical and clinical evidence,2014;
3 Schaad U, Principi N. The management of recurrent respiratory tract infectionsin children. European Infectious Disease 2012; 6:111-115.
4 Impact of a mixed bacterial lysate (OM-85 BV) on the immunogenicity, safety and tolerability of inactivated influenza vaccine in children with recurrent respiratory tract infection. Esposito S1, Marchisio P2, Prada E2, Daleno C2, Porretti L3, Carsetti R4, Bosco A2, Ierardi V2, Scala A2, Principi N2. Vaccine. 2014 May 7;32(22):2546-52. doi: 10.1016/j.vaccine.2014.03.055. Epub 2014 Mar 26.
—————————-
GE1902966684