ბრიტანეთში ექიმებმა ჩვილს ოპერაცია დედის საშვილოსნოში გაუკეთეს

ბრიტანეთში ექიმებმა ჩვილს ოპერაცია დედის საშვილოსნოში გაუკეთესდიდ ბრიტანეთში, ესექსში ექიმებმა ჩვილს ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია დედის საშვილოსნოში გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ბიბისი” ავრცელებს.

26 წლის ბეთანმა ორსულობის მე-20-ე კვირას აღმოაჩინა, რომ მის შვილს სპინა ბიფიდა სჭირდა. ეს არის განვითარების ანომალია: ხერხემლის არხის არასრული დახურვა, რაც განპირობებულია მალის სხეულის და რკალის თანდაყოლილი დეფექტით.

ის ბრიტანეთში პირველი ქალი გახდა, რომელსაც ოპერაცია (ორსულობის 24-ე კვირაზე) ნაყოფზე საშვილოსნოშივე გაუკეთდა. ოთხსაათიანი ოპერაციის დროს მისი საშვილოსნო გაჭრეს და ჩვილის ხერხემალზე შესაბამისი პროცედურები ჩაატარეს.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ბავშვი აპრილში დაიბადება. სპინა ბიფიდა 10 000 ორსულობის შემთხვევიდან 4-ში ვითარდება ხოლმე.

იმედინიუსი