ბორანოს შეიძლება კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს – როგორ მზადდება უგემრიელესი აჭარული კერძი

ბორანოს შეიძლება კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს - როგორ მზადდება უგემრიელესი აჭარული კერძიაჭარული სამზარეულოს ერთ-ერთ გამორჩეულ კერძს – ბორანოს, შესაძლოა არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.

ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი ავრცელებს. სააღრიცხვო ბარათი სწორედ სააგენტოს ინიციატივით მომზადდა. ამჟამად “ბორანოს” სტატუსის განხილვა მიმდინარეობს,   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას  უახლოეს დღეებში მიიღებს.

ბორანო აჭარის მაღალმთიანეთისათვის დამახასიათებელი კერძია. ამზადებენ ქედაში, ხულოსა და შუახევში.

ბორანოს რეცეპტი მზარეულ ბულბული ფარტენაძისგან.

ერთი ულუფა ბორანოსთვის საჭირო ინგრედიენტები:

აჭარული (ჩეჩილი/დაწნული) ყველი – 100 გრამი;

იაღი (კარაქი) – 50 გრამი (აჭარაში ნებისმიერი სახის ცხიმს „იაღს“ უწოდებენ, ქარხნული წესით მომზადებულსაც კი);

ბორანოს შეიძლება კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს - როგორ მზადდება უგემრიელესი აჭარული კერძიმომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი ყველი მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. დაასხით მას ადუღებული წყალი და დაალბეთ.

თუკი ყველი ძალიან მარილიანია, წყალი რამდენჯერმე შეუცვალეთ. ბოლოს გადაწურეთ და დატოვეთ ქვაბში.

ტაფაზე გაადნეთ 50 გრამი კარაქი, ისე, რომ კარაქმა მოყავისფრო ფერი მიიღოს. კარგად მობრაწული კარაქი მოასხით დამბალ ყველს და ამოურიეთ. გააჩერეთ 10-15 წუთი და ბორანო მზად არის.

შენიშვნა:
ყველი სასურველია, დაძველებული იყოს. აჭარელი გურმანები და მზარეულები ამტკიცებენ, რომ სიძველე ამ ყველს გემოს უცვლის და კერძს განსაკუთრებულს ხდის.

ბორანოს შეიძლება კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს - როგორ მზადდება უგემრიელესი აჭარული კერძითუკი ბორანო ოდნავ თხელი გამოგივიდათ, მობრაწული კარაქის მოსხმის შემდეგ შეგიძლიათ ოდნავ (დაახლოებით 50 გრამი) პურის ფქვილიც დაუმატოთ.

ბორანის მომზადებას დაახლოებით 30 წუთი დასჭირდება (გამომდინარე იქიდან, რამდენად მარილიანია ყველი და რამდენჯერ დასჭირდება მას წყლის გადაწურვა).
1 ულუფა ბორანოს მოსამზადებლად დაახლოებით 3 ლარი დაგჭირდებათ.

ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოსაც, თუ როგორ მზადდება აჭარული კერძი ბორანო.

ბათუმელები, ფანტაიმი