არჩილ თალაკვაძე: ,,არ მეგონა, ლექსების წერა სამარცხვინო თუ იყო”

არჩილ თალაკვაძე: ,,არ მეგონა, ლექსების წერა სამარცხვინო თუ იყო"ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ არჩილ თალავაძეს გადაცემა ,,რეაქციაში” მისი ლექსის წაკითხვა სთხოვა, რაზეც უმრავლესობის ლიდერმა უარი განაცხადა.

-ჯობია, მოკლედ გიპასუხოთ. ამ ორი დღის განმავლობაში საოცარი ჟრიამული ვნახეთ 15 წლის წინ გამოცემულ წიგნზე. 8 წელზე მეტია ეს განთავსებულია ინტერნეტში ლიტერატურულ პორტალზე, ეს წიგნი არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. იმ ხალხს უნდა ვუთხრა, ვინც ამ წიგნს სხვაგან ეძებდა, რომ წიგნები იშოვება ბიბლიოთკაში.

რაც შეეხება ლექსებს, არ მეგონა, ამ ქვეყანაში ლექსების და მოთხრობების წერა და საერთოდ, წერა-კითხვა თუ აკრძალული და სამარცხვინო იყო, – უპასუხა თალაკვაძემ გრიგოლიას.