ამერიკელმა მეცნიერებმა ართრიტის მკურნალობის მეთოდს მიაგნეს

ამერიკელმა მეცნიერებმა ართრიტის მკურნალობის მეთოდს მიაგნესართრიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომლითაც მხოლოდ შეერთებულ შტატებში 50 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული. ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს  გენი, რომელსაც ართრიტის დიაგნოსტიკის და მკურნალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გაარკვია, რომ გენი, რომლის სახელწოდებაა ELMO1, ართრიტისთვის ეფექტური ბიომარკერია. სწორედ ეს გენი შეიძლება იყოს საფუძველი დაავადების მკურნალობისა და დიაგნოსტიკისათვის.

თაგვებზე ჩაატარებული ექსპერიმენტი მოულოდნელი თავად მეცნიერებისათვის აღმოჩნდა. ELMO1 გენის ბლოკირების შემდეგ მღრნელებს სახსრების დაავადების განვითარება შეუჩერდათ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს გენი ნეიტროფილებზე ზემოქმედებით ხელს უწყობს ქრონიკული დაავადების განვითარებას. ELMO1 გენის ბლოკირებამ მღრნელებზე არანაირი უარყოფითი ზემოქმედება არ იქონია.

ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ექსპერიმენტის შედეგები ხელს შეუწყობს დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენას და მის წინაამღდეგ ეფექტური მეთოდების შემუშავებას.

პოპX.ჯი