,,ამ წუთას დაეცა უზარმაზარი ნაძვი ჩემს მანქანას, 5 წუთით გამოვასწარი” – ბეჟან ნათელაშვილი

,,ამ წუთას დაეცა უზარმაზარი ნაძვი ჩემს მანქანას, 5 წუთით გამოვასწარი" - ბეჟან ნათელაშვილი,,საიქიოდან მობრუნებული მგონია თავი”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლეიბორისტული პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი. ცოტა ხნის წინ მის მანქანას ნაძვი დაეცა.

,,ამ წუთას დაეცა უზარმაზარი ნაძვი ჩემს მანქანას, რომლიდანაც 5 წუთის წინ გადმოვედი. ამ ნაძვის თაობაზე არაერთი განცხადება გვაქვს დაწერილი ვაკის გამგეობასა დამერიაში, მაგრამ მისი მოჭრის ნებართვა არ მოგვცეს.

აი, თბილისის მერიის და ვაკის გამგეობის უპასუხისმგებლობის შედეგი! საბედნიეროდ, 5 წუთით ადრე გადმოვასწარი ამ მანქანიდან! თავი საიქიოდან მობრუნებული მგონია!”.