მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალ წევრზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მედია ისევე ავიწროვებს მეგან მარკლს, როგორც პრინცესა დიანას, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა, როდესაც მას პაპარაცები მისდევდნენ.
-ისინი უბრალოდ ყველგან დასდევენ მეგან მარკლის, ის მედიის მხრიდან მუდამ არის დევნისა და შეურაცხყოფის სამიზნე. ეს არის ქალი, რომელიც ფეხმძიმობის მეშვიდე თვეშია და არის დევნის, შეუარცხყოფის მსხვერპლი, ზუსტად ისევე როგორც პრინცესა დიანა იყო, ისტორია მეორდება, – განაცხადა მსახიობმა ბრიტანულ გამოცემასთან.
ამბები.ჯი