თამუნა გომართელმა თავისი მოგონილი დიეტით 3 თვეში 20 კილო დაიკლო

თამუნა გომართელმა თავისი მოგონილი დიეტით 3 თვეში 20 კილო დაიკლოყოფილი ტელეწამყვანის, თამუნა გომართელის, დიეტა ინტერნეტში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. 3 თვის განმავლობაში მან 20 კილოს დაკლება შეძლო. დიეტა ფაქტობრივად მისი გამოგონილია და შედეგით ძალიან კმაყოფილია.

თამუნამ რამდენიმე წლის წინ თავისი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა, როცა ამ საკითხს ფსიქოლოგიურად მიუდგა. თავისი გამოცდილება მან ჩვენს მკითხველსაც გაუზიარა:

– ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი, დამეცვა ოქროს შუალედი ჯანსაღსა და არაჯანსაღ ცხოვრების წესს შორის, მაგრამ, რაც 30 წელს გადავაბიჯე, ჩემთვის ეს უფრო პრიორიტეტული გახდა. ყველაფერი ფსიქოლოგიური ფაქტორიდან იწყება. დილით, როცა ჩემს ასაკში (40 წლის) ქალი იღვიძებს, მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან მარტო დარჩეს, სარკესთან განმარტოვდეს, საკუთარ პერსონასთან კონტაქტში შევიდეს და დღე ბალანსით დაიწყოს.

შენს თავს უნდა უთხრა, რომ ძალიან ლამაზი, ძალიან სასურველი, მომხიბვლელი ხარ და წინ წარმატებები გელოდება. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს, რომ კარგად იყო. თუ თავს ეწინააღმდეგები, მაშინ არაფერი გამოგივა.

– 30 წლამდე როგორი იყო თქვენი ცხოვრების წესი?

– არ ვცდილობდი, ყოველთვის მესაუზმა. ვფიქრობდი, რომ ეს აუცილებელი არ იყო. არასოდეს ვაკონტროლებდი, რომ 7 საათის შემდეგ საკვები არ მიმეღო. გარდა ამისა, აკვააერობიკაზე არ დავდიოდი, არ ვვარჯიშობდი, არ ვცდილობდი წონის კორექციას, კონტროლს, არ ვცდილობდი მთაში სუფთა ჰაერზე ყოფნას. მეგონა, რომ ზღვა საკმარისი იყო.

– როცა ყველაფერი გააცნობიერეთ, პირველ რიგში, რა შეცვალეთ?

– კომპლექსურად ყველაფერი – კვება, ძილი… საჭიროა სწორი განრიგი. ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ უნდა გამეგრძელებინა, თორემ ყველაფერი უკუღმა და ცუდად წავიდოდა. ზოგადად ძლიერი ნებისყოფა მაქვს. 3 თვის განმავლობაში 20 კილო დავიკელი.

– დიეტა, რომლითაც 20 კილო დაიკელით, თქვენ მოიგონეთ თუ დიეტოლოგმა შეგიდგინათ?

– გარშემო მყავს ისეთი ადამიანები, რომლებმაც იციან სწორი კვების ნიუანსები. მეუღლე სპორტსმენი მყავს, მანაც ზუსტად იცის, როგორ უნდა დაიცვა ბალანსი, სწორად იკვებო, სწორად ივარჯიშო.

დიეტას რაც შეეხება, ფაქტობრივად საავტოროა და რამდენიმე ადამიანთან კონსულტაციის შემდეგ შევადგინე.

აუცილებლად უნდა იყოს სახამებლის შემცველი საჭმელი, რადგან პირველ დღეს დიეტაზე გადაწყობა რთულია. ბევრი დიეტა არსებობს, რომლებზეც ამბობენ, რომ კარგია, სწორია, იდეალურია, მაგრამ ხალხი დაკლების შემდეგ ისევ იმატებს. ჩემი დიეტით კი შესაძლოა ასობით ადამიანმა დაკლების შემდეგ აღარ მოიმატოს.

– ამ შედეგს რითი აღწევთ?

– მთავარია, ეს დიეტა კორექტივების, ჩამატებების გარეშე, უცვლელად დაიცვა ერთი კვირის განმავლობაში. არაა საჭირო მისი გამეორება ერთი კვირის შემდეგ. დიეტის დასრულებისას სრულიად სხვა რაციონზე გადასვლაა საჭირო. მთლიანად უნდა ამოვიღოთ ჩვენი მენიუდან ფქვილისა და შაქრის შემცველი ყველა პროდუქტი, ასევე აუცილებელია, ბოლო კვება 7 საათზე იყოს. სხვა მოთხოვნები არ არსებობს.

დაკლებული წონა კიდევ უფრო მიდის კლებაში. ყოველდღე 100-300 გრამს იკლებთ. 3 თვის შემდეგ კი იმ წონაზე დადგებით, რომელზეც ოცნებობდით.

– კიდევ აპირებთ დაკლებას თუ სასურველ შედეგს უკვე მიაღწიეთ?

– ამ წუთას 55 კილოს ვიწონი. ეს ჩემი ასაკის და სიმაღლისთვის იდეალურია. უბრალოდ, ტონუსი, ფაქტურა, სხეულის კონტურები უნდა შენარჩუნდეს, რისთვისაც წყალთან კონტაქტი, პერიოდულად ვარჯიში კარგია, თუნდაც კვირაში ორი დღე სახლის პირობებში პრესების კეთება ან დილით სირბილი.

– რის გამო მოიმატეთ წონაში?

– პრობლემა მქონდა რეპროდუქციასთან დაკავშირებით. მე და ჩემი მეუღლე ფაქტობრივად 12 წლის განმავლობაში ვცდილობდით ამ პრობლემის გადაჭრას, რის გამოც ხშირად მომიწია სხვადასხვა პროცედურებზე სიარული, ჰორმონების მიღება, რაც წონაში მატების მიზეზი იყო.

უშედეგო მცდელობების ფონზე გარკვეული დეპრესიული პერიოდი იყო და ამ დროს უაზროდ ვჭამდი. ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ყველაფერი წარსულში დარჩა, რომ არაფერზე უნდა ვინერვიულო. ნებისყოფით, საკუთარი თავის ხელში აყვანით შეიძლება ყველანაირ პრობლემას მოერიო. რეალურად თვითონ ვართ ჩვენი მომავლის და ჩვენი ყოფის ბატონ-პატრონები.

– წონაში დაკლება გარდერობსაც შეგიცვლიდათ.

– რა თქმა უნდა, 3-4 ზომით შემეცვალა სამოსი. ახლა 36 ზომას ვიცვამ, მთლიანად ყველაფრის გადაყრა და სრულიად ახალი ტანსამცლის შეძენა მომიწია.

– ქმარს მოსწონს, რომ ასე მკვეთრად დაიკელით?

– ძალიან მოსწონს. როგორც სპორტსმენი, აფასებს ბალანსირებულ წონას და მოსწონს, როცა ქალი ფორმაშია. ბუნებრივია, პირველი გულშემატკივარი ჩემი მეუღლე იყო, არის და იქნება.

– იმიჯიც ხომ არ შეცვალეთ გარდერობთან ერთად?

– სახის მოვლის მეთოდები შევცვალე. ახალი საიდუმლო გამოვძებნე, რომელსაც ჯერ არ გეტყვით. ამან აბსოლუტურად ყველა პროცედურა შემიცვალა, თუკი საერთოდ რამე არსებობს, მათ შორის, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, ნებისმიერი პროცედურული ჩარევა ერთმა პრეპარატმა ჩაანაცვლა. მეუბნებიან, რომ სახის გამომეტყველება ძალიან შემეცვალა.

რაც შეეხება ვარცხნილობას, თმის ფერს, საერთოდ არ ვიღებავ, არც ქიმიური დახვევა და სხვა პროცედურები გამიკეთებია, არც ჭაღარა მაქვს. ასე გავაგრძელებ, სანამ არ დავბერდები.

– იმ პრეპარატის გარდა, რომელსაც არ გვიმხლეთ, რითი უვლით სახის კანს?

– ქოქოსის და კაკაოს ნატურალური კარაქით და ზეთით.

– როგორც ქალისთვს, როგორი ასაკია თქვენთვის 40 წელი?

– 40 წელი არის ყველაზე დიდი აღმოჩენების, ფსიქოლოგიური სიმწიფისა და საკუთარი თავის შეყვარების ასაკი. ეს სამი კომპონენტი განსაზღვრავს იმას, რომ თავს ყველაზე რეალიზებულად, სასიამოვნოდ, სრულფასოვნად და სრულყოფილად ვგრძნობ.

თამუნა გომართელის დიეტა ასეთია:

ორშაბათი – 3 მოხარშული კარტოფილი და 1 ქილა მაწონი.

სამშაბათი – 3 მოხარშული კვერცხი და 1 ქილა მაწონი.

ოთხშაბათი – 3 მოხარშული სოსისი და 1 ქილა მაწონი.

ხუთშაბათი – 200 გრამი უცხიმო ხაჭო და 1 ქილა მაწონი.

პარასკევი – 1 ლიტრი კეფირი და 1 ქილა მაწონი.

შაბათი – 1 კიტრი, 1 პომიდორი და1 ქილა მაწონი.

კვირა – 1 ფილა შავი, მწარე შოკოლადი და 1 ქილა მაწონი.

ამ 7 დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ უშაქრო ჩაი და ყავა.

ეკა ლემონჯავა, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019