ჭოლას ქალიშვილი თინათინ წულაძე გიორგი კოტეტიშვილზე გათხოვდა – “ისა და, ჭოლა როგორაა?”

ჭოლას ქალიშვილი თინათინ წულაძე გიორგი კოტეტიშვილზე გათხოვდა - "ისა და, ჭოლა როგორაა?"რეჟისორ ლევან წულაძის (ჭოლა) და მსახიობ მანანა კოზაკოვას შვილი მოცეკვავე თინათინ წულაძე დაოჯახდა.

მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილია, რომელიც სოციალური ქსელში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად Red Bull-ის სპორტული მენეჯერია.

მანანა კოზაკოვამ გიორგის და თინათინის ფოტო გააზიარა და დაწერა:

“გილოცავთ ბავშვებო❤❤❤❤❤”

“გილოცაავთ, ბედნიერება და სიყვარულები ძალიან, ძალიან დიდხანს ❣️❣️❣️ ისა და, ჭოლა როგორაა? 🙈” – დაუწერეს მანანას ფეისბუქში.

ამ ამბავს ფეისბუქში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მილოცვები ახლაც გრძელდება.