“საშინელი ტკივილები მეწყება, 20 წუთზე მეტხანს ერთ პოზაში ყოფნა არ შემიძლია” – რატომ დატოვა გიორგი უშიკიშვილმა “მხოლოდ ქართული”

"საშინელი ტკივილები მეწყება, 20 წუთზე მეტხანს ერთ პოზაში ყოფნა არ შემიძლია" - რატომ დატოვა გიორგი უშიკიშვილმა "მხოლოდ ქართული"უკვე მეორე ტურია, რაც “მხოლოდ ქართულის” ჟიურიში გიორგი უშიკიშვილი არ ჩანს.
საკითხის გასარკვევად “რეიტინგი” მუსიკოსს დაუკავშირდა.

– ბატონო გიორგი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მხოლოდ ქართული” დატოვეთ, რა გახდა ამის მიზეზი?
– არ დამიტოვებია “მხოლოდ ქართული”. უფრო სწორად ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, ხერხემალზე ვმკურნალობ, მცხეთაში, გერმანელებთან გავდივარ რეაბილიტაციის კურსს და ვერ მოვახერხებ ჟიურიში ყოფნას. ნერვი მაქვს მოყოლილი მალებს შორის.

– მოულოდნელად შეგექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა?
– არა, ნოემბრიდან ვმკურნალობ, მაგრამ გართულდა მდგომარეობა. 20 წუთზე მეტხანს ერთ პოზაში ყოფნა არ შემიძლია, საშინელი ტკივილები მეწყება. ამიტომ გარეთ არგავდივარ, ხან ვწევარ, ხან სკამზე ვზივარ და ვმკურნალობ.

– აჩიკო გულედანმა შეგცვალათ პროექტში?
– არ ვიცი. მე ვიცი, რომ არავის შევუცვლივარ. სხვადასხვა ადამიანი იქნება ჟიურიში და შესაძლოა, რაღაც მომენტში მეც დავბრუნდე.