,,სად ხარ, გამაგიჟებ, ბიჭო, გამოჩნდი რა” – შოვში დაკარგულ 23 წლის ბიჭს ისევ ეძებენ

,,სად ხარ, გამაგიჟებ, ბიჭო, გამოჩნდი რა" - შოვში დაკარგულ 23 წლის ბიჭს ისევ ეძებენონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში დაკარგულ 23 წლის ბიჭს, შოთა სამხარაძეს ეძებენ. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. ახალგაზრდა ბოლოს თოვლის ფესტივალზე 12 იანვარს ნახეს. ფესტივალის ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი აღარავის უნახავს.

სამაშველო სამსახური უკვე მეოთხე დღეა, დაკარგულ ბიჭს როგორც ტყეში, ასევე მიმდებარე სოფლებში უშედეგოდ ეძებს. როგორც მეგობრები წერენ, შოთა სამხარაძე რაჭიდან არის.

,,ო, როგორ გვანერვიულებ, ეს არ გეპატიება და ერთი სილა ჩემგან გექნება მწარე ამისთვის”, ,,სად ხარ, გამაგიჟებ, ბიჭო”, ,,ყველა ერთობოდა, ნაბიჯს ხომ არავინ გაუკონტროლებდა ან ვინ მოიფიქრებდა მაგას. ალბათ გავიდა გვერდით და რა ვიცი, რა მოხდა, ხომ არ აორთქლდებოდა ადამიანი?”, ,,გამოჩნდი, ბიჭო, რა დაგვაწყვიტე ნერვები”, ,,გამოჩნდი რა, შოუ, რა”,  – წერენ სოციალურ ქსელში.