ქეთი დოლიძე დიდუბის პანთეონის გაფართოებას ითხოვს – ,,დევნილები გავასახლოთ, რატომ ცხოვრობენ სასაფლაოსთან?”

ქეთი დოლიძე დიდუბის პანთეონის გაფართოებას ითხოვს - ,,დევნილები გავასახლოთ, რატომ ცხოვრობენ სასაფლაოსთან?"რეჟისორ ქეთი დოლიძის თქმით, უნდა დინგრეს დიდუბის პანთეონთან არსებული შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ და პანთეონი უნდა გაფართოვდეს. მოგეხსენებათ, დიდუბის პანთეონი დახურულია. საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს მახათას მთაზე აკეთებენ, თუმცა ამას ბევრი ცნობილი სახე ეწინააღმდეგება. თვლიან, რომ ქალაქის ცენტრში უნდა მოინახოს ადგილი და არა მახათას მთაზე.

-საკმაოდ დიდი ფართობია. აქ საჯარო დაწესებულება იყო, შემდეგ დევნილები შესახლდნენ და დღეს საკუთრებაში აქვთ გაფორმებული. არაფერი დაშავდება თუ ამ ხალხს ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ და გაასახლებენ. საერთოდ რატომ ცხოვრობენ სასაფლაოსთან? პანთეონთან სახლები და სკოლები არ უნდა იყოს, – ამბობს რეჟისორი ქეთი დოლიძე.