ნუკი კოშკელიშვილი: “ვჭამ ბოლოჯერ და გემრიელად, 16 იანვრიდან ვიწყებ…”

ნუკი კოშკელიშვილი: "ვჭამ ბოლოჯერ და გემრიელად, 16 იანვრიდან ვიწყებ..."ორსულობისას მომატებულ ზედმეტ კილოგრამებს ნუკი კოშკელიშვილი მშობიარობის შემდეგ სხვადასხვა ხერხით ებრძვის. სოციალურ ქსელში ამ თემაზე ხშირად წერდა, მოტივაციას სხვებსაც აძლევდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სასურველ შედეგამდე მაინც ვერ მივიდა. საახალწლო დღეების შემდეგ კი ისეთ ხერხს მიაგნო, რომელიც გამოცდილი და აპრობირებულია და ცოტა ხანში სწორედ ამ დიეტით აპირებს სასურველ წონაზე დაბრუნებას:

“ახალი წლიდან ახალი ცხოვრების გჯერათ? როდესაც ვიყავი 15 წლის ახალ წელს ჩავიფიქრე რომ ახალი ცხოვრება დამეწყო და ეს იყო ის ერთადერთი წელი, როდესაც ეს ამისრულდა. ვიცი მოგაბეზრეთ თავი წონაზე საუბრით, მაგრამ ეს ის თემაა, რომელიც ბავშობიდან მტკივა და მაწუხებს. სულ ვიყავი პუტკუნა და მოკლედ იმ ახალ წელს დავისახე მიზნად, რომ გავმხდარიყავი და ვყოფილიყავი ლამაზი, და რაც მთავარია, თავდაჯერებული. ბავშვის გაჩენის მერე მქონდა დიდი მოტივაცია, რომ დროზე მომეშორებინა ზედმეტი წონა და მალევე დავფერთხე ბევრი. ვიყავი 68 კილო და ჩამოვედი 63-ზე, თუმცა მას მერე დამემართა სირაქლემას სინდრომი, მომინდა ჩამეფლო თავი და არაფერი მეკეთებინა. არც ერთი ვარჯიში არ გამიკეთებია და მოკლედ მივუშვი ჩემი თავი. ჰოდა ახლა ვაპირებ ეს შევცვალო, ოღონდ იმიტომ არა, რომ ახალი წელი, იმიტომ, რომ დროა, ახალი მე აღმოვაჩინო. უამრავი გეგმა მაქვს და მგონია, 2019 იქნება სურვილების ასრულების წელი!”

“ვიცი, ვიცი ამ თემაზე დიდი ხანია არ დამიწერია და ისიც ვიცი, ბევრს მოგაბეზრეთ წონაზე საუბრით. თუმცა ძალიან ბევრი მესიჯი მომდის ყოველ დღიურად, კითხვით, როგორ დავიკელი? ეს ძველი ფოტოა. სამწუხაროდ, აქამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია. ცოტა ხნის წინ საკმაოდ მოტივირებული ვიყავი და კარგადაც მივდიოდი, მერე დღესასწაულები და ფუსფუსები და სულ გადავაგდე თავის მოვლა. ჩემს თავს ვატყუებდი, მოკლედ. ეტყობა დეპრესიის ან იმედგაცრუების ერთ-ერთი ფორმაა შეგუება. ჰოდა რადგან გამიჭირდა სასურველი მიზნის მიღწევა, ავდექი და ტყუილზე გადავედი. თან ისეთ დამაჯერებელზე, რომ ცოტა კიდევ მჯერა. დავიჯერე, რომ ყველა სულაც არ უნდა იყოს იდეალურ ფორმაში, გემრიელი შოკოლადით განებივრება მირჩევნია, ვიდრე წვალება და თანაც რისთვის. ქმარი მყავს, შვილი მყავს და მაინცდამაინც ქვაზე დახატული ეშმაკი არ ვარ. კი, კი ბევრი იტყვის, სულაც არ არის ეს ტყუილიო, მაგრამ!!! ჩემთვის არის! ბედნიერება, გასაგებია, რომ ფორმებით არ განისაზღვრება, თუმცა წარმატებისკენ, უკეთესობისკენ მისწრაფება არის უდაოდ ბედნიერების მთავარი კომპონენტი! დღეს ჩამოვედით მე და ჩემი ოჯახი დასასვენებლად სანაპიროზე და მივხვდი სულაც არ ვარ კმაყოფილი ჩემი თავით. და კარგად აეწყო, რომ საოცარი ქალი გავიცანი, რომელმაც თავის წონასთან ბრძოლის დიეტა გამანდო. 6 თვეში 40 კილო დაიკლო!!! არის ჯანმრთელი და ბედნიერი! ამჯერად აღარ ვაპირებ დავნებდე და მინდა ბოლომდე ვიბრძოლო დასახული მიზნისთვის. ვისაც გაქვთ სურვილი, შემდეგი ოთხშაბათიდან, 16 იანვრიდან ვიწყებ! შემომიერთდით. ერთხელ მაინც როგორ არ უნდა დავხვდეთ გაზაფხულს იდეალურ ფორმაში? პ.ს დიეტას დავწერ შემდეგ პოსტში”.

“როგორც დაგპირდით, დიეტა! მოკლე ისტორია, რატომ გადავწყვიტე ეს დიეტა. გუშინ გავიცანი საინტერესო წყვილი. ახალგაზრდა გოგო და შედარებით ასაკიანი კაცი. მათ დიდი ხანია დაკლება უნდოდათ და არ ყოფნიდათ ნებისყოფა, რომ საათების მიხედვით ეჭამათ. ბევრი ინტერნეტში და დიეტოგებთან კვლევის შემდეგ, აღმოაჩინეს თავისთვის (თორე ისე არსებობს ეს დიეტა რამდენი ხანი) უმი დიეტა!!! მთავარი პრინციპი, ჭამე რამდენიც გინდათ, რომელ საათზეც გინდათ, უბრალოდ, ეს საკვები უნდა იყოს უმი. ოღონდ უმი მწვადი და ხინკალი კი არა!!! საჭმელი, რომელიც ისედაც უმად იჭმევა. სალათი, ბოსტნეული, ხილი, მწვანე ლობიო, ქოქისი, ნიგოზი უამრავი საკვები და თევზი, მხოლოდ შებოლილი. გარანტიას გაძლევთ, რომ უამრავ წონას დააგდებთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება საგრძნობლად! მე ვიწყებ ოთხშაბათს! დავპოსტავ ყოველდღიურად, რას ვჭამ, შედეგებს (პირობას გაძლევთ, გულწრფელ შედეგს გამოვაქვეყნებ!) ახლა დასასვენებლად ვარ და ვჭამ ბოლოჯერ და გემრიელად. ოთხშაბათიდან ცხოვრება იცვლება! ერთად უფრო გავამხნევებთ ერთმანეთს”.

მშობლები