ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი ნარმანიას გულშემატკივრებს: ,,თავმდაბლობას გიწუნებთ!”

ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი ნარმანიას გულშემატკივრებს: ,,თავმდაბლობას გიწუნებთ!"პროექტ ,,მხოლოდ ქართულის” ჟიური და წამყვანები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ. წერენ, რომ გიორგი ნარმანია, რომელმაც პროექტი დატოვა, მათი ბულინგის მსხვერპლი გახდა.

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელით გამეოხმაურა მათ შეფასებებს და დაწერა:

,,ვისაც ცუდი მეხსიერება გაქვთ. გაგახსენებთ ქრონოლოგიურად. ფბზე დაიდო გიორგი ნარმანიას სიმღერა. გოგოს ხელი სთხოვა, რის შემდეგაც რ2, ხაზს ვუსვამ, რუსთავი 2 დაუკავშირდა მას და გადაცემაში მონაწილეობა სთხოვა.

პარალელურად, მოვიწვიე გადაცემაში. არც ერთი სხვა მონაწილე პერსონალურად გადაცემაში არ მყოლია. გავუკეთე პორტრეტი და გავუშვი საქორწილო მოგზაურობაში.

მეორედ კიდევ მოვიწვიე გადაცემაში, როცა ,,მხოლოდ ქართულს” ვაშუქებდი, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ყველაფერი მქონდა გაკეთებული.

გუგა მარგველაშვილი აუტსაიდერებში იდგა 4-ჯერ. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში დგომას იმსახურებდა. მხოლოდ იმიტომ, რომ გაგდების კანდიდატი ბევრჯერ იყო, მეტი მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა არა ნარმანიასთან შედარებით, ნარმანია მისი კონკურენტი არ ყოფილა, იმიტომ, რომ ზარების რაოდენობით მეორე, მესამე ადგილზე იყო მუდმივად. ლოგიკა მარტივია, ვისაც უჭირს, მხარდაჭერაც იმას უნდა.

რა მოხდა, როცა გაბუნიამ ნარმანიას დაუწერა 6 ქულა. რა და, ზარებმა ის გადაარჩინა. რა მოხდა,  როცა ნარმანიამ თავის თავს დაუწერა 10 – ვნახეთ. კონკურსში ჟიური იმიტომ ზის, რომ შეგაფასოს. ვინც ფიქრობთ, რომ კრიტიკული აზრი ბულინგია, კონკურსებს აღარ უყუროთ.

როცა ვიღაცას გულშემატკივრობ, მეტი ემოციაა, მეტი წყენაა, მაგრამ უნდა ხედავდე, არის თუ არა შენზე ძლიერი მონაწილე კონკურსში. და როგორც თქვენ გაქვთ უფლება, საჯაროდ მითხრათ შენიშვნა, ისე მე მაქვს უფლება, გითხრათ, რომ გულშემატკივრობა არ ნიშნავს კრიტიკის ზიზღს. ასეთ კონკურსებში ადამიანები მიდიან იმიტომ, რომ შენიშვნებიც ისმინონ.

რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, დაწერილ 6-იანში ნამდვილად არ დავეთანხმე თავის დროზე. ვიდეოს დავდებ მალე, ისევე როგორც სიმღერის დაწუნებაში, იმიტომ, რომ ნარმანია არ არჩევდა სიმღერას (ამ ვიდეოსაც დავდებ მალე), მაგრამ გუშინ გააკეთა ძალიან სწორი სვლა. მაყურებელს ანახა, რეალურად რას ითხოვდნენ მისგან.

რაც შეეხება მადლობას (ამ ვიდეოსაც დავდებ), მადლობას ვუხდი ყველას გულშემატკივარს, სახელებს ვთვლი მონაწილეების და ბუნებრივია, გუგას გულშემატკივრებით ვიწყებ, იმიტომ,  რომ მისი გადარჩენა მაყურებელს სწორედ მე ვთხოვე.

წარმატებებს გისურვებთ. მათ შორის მაგინებლებსაც. რაც შეეხება გიორგი ნარმანიას, ამ პროექტმა მას ყველაზე მთავარი, პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს”.