მანანა იმედაძე: “გამიფრინდა ჩემი ანგელოზი, ხალხნოოოოოოო!!!”

მანანა იმედაძე: "გამიფრინდა ჩემი ანგელოზი, ხალხნოოოოოოო!!!"მანანა იმედაძემ ცოტა ხნის წინ ფეისბუქში დაწერა:

“გამიფრინდა ჩემი ანგელოზი ხალხნოოოოოოო!!!!😓😓😓😓😓😓😓😓😓😓😓”

დღეს თბილისში მისი რძალი, 22 წლის სალომე ქემაშვილი გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ ია ფარულავამ დაწერა:

„სალომე გაიმარჯვებს სიკვდილთან ჭიდილში !!!! გთხოვთ დავეხმაროთ ამ ახალგაზრდა ქალს ჩვენი ლოცვით და ენერგიით!!!!! მოიხსენეთ ლოცვებში სალომე ქემაშვილი გთხოვთ!!!! აპარატზეა შეერთებული იქნებ მოხდეს სასწაული !!!!“

სავარაუდოდ, მისი გარდაცვალების მიზეზი ვირუსი გახდა.

“წლინახევრის შვილი დარჩა. საოცარი გოგო იყო. მასზე წარსულში საუბარი მიჭირს. სამედიცინოს სტუდენტი იყო და მორიგეობდა ხოლმე და სავარაუდოდ იქ შეეყარა ეს ვირუსი,”- აცხადებს ახლობელი, შორენა საღინაძე.