კომაში მყოფი ქალი დაორსულდა და შვილი გააჩინა

კომაში მყოფი ქალი დაორსულდა და შვილი გააჩინაშტატ არიზონის პოლიცია ერთ-ერთ საავადმყოფოში პაციენტზე სექსუალური ძალადობის საქმეს იძიებს.

საქმის მასალების მიხედვით, პაციენტზე, რომელიც წლებია უგონო მდგომარეობაშია (ვეგეტატიური მდგომარეობა), სექსუალურად იძალადეს, შედეგად ის დაორსულდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საავადმყოფოში მომხდარზე განმარტების გაკეთება არ სურთ და მხოლოდ წუხილს გამოთქვამენ. რაც შეეხება ბავშვის მდგომარეობას, ის ჯანმრთელია.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი 29 დეკემბერს გაჩნდა და როგორც საავადმყოფოს თანამშრომლები ამბობენ, მათ იქამდე ვერ შენიშნეს ქალის ორსულობა, სანამ მუცელი შესამჩნევად არ გაიზარდა.

იმედინიუსი