კახა საბანაძე: ”ყველაფერს გამოვიძიებთ” – რატომ გამოიძახა მოსახლეობამ დიდ დიღომში აფეთქებამდე ყაზტრანსგაზი

კახა საბანაძე: ”ყველაფერს გამოვიძიებთ” - რატომ გამოიძახა მოსახლეობამ დიდ დიღომში აფეთქებამდე ყაზტრანსგაზირამდენიმე საათის წინ დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, 9 სართულიან სახლში, ძლიერი აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე დიდ დიღომში იმ ადგილზე იმყოფება, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.  საბანაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოქალაქეებმა დღის განმავლობაში გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. საბანაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი იმყოფება ადგილზე.

„მიმდინარეობს გამოძიება, გაკეთდება მაქსიმუმი და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად,“ – განაცხადა საბანაძემ.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.

აფეთქება ახლადაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია ძირითადად მეექვსე სართული, თუმცა, ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე მინებიც.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს.

„ყაზტრანსგაზში“ კი „კურიერს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე განცხადების გაკეთებას არ გეგმავს კომპანია.