,,ივანიშვილმა წითელი იასპი ქალიშვილისთვის გამოიწერა” – მიხეილ ცაგარელი

,,ივანიშვილმა წითელი იასპი ქალიშვილისთვის გამოიწერა" - მიხეილ ცაგარელიასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ასტროლოგიის სჯერა და იოგათია გატაცებული.

მიხეილ ცაგარელი:

-ერთხელ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ ეზოტერიკული ასტროლოგია უდიდესი მეცნიერებაა და პატივს ვცემო…

ქვა, რომლის შესახებაც “ნაციონალებმა” ჭორები ააგორეს, წითელი იასპი იყო. იასპი ივანიშვილმა ქალიშვილისთვის გამოიწერა. სხვათა შორის, ძალიან კარგი, დადებითი ენერგიის მატარებელი ქვაა. ,,ივანიშვილმა წითელი იასპი ქალიშვილისთვის გამოიწერა" - მიხეილ ცაგარელითავად ყოფილი პრემიერი იოგით არის დაინტერესებული. სახსრებთან, ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და იოგა ძალიან დაეხმარა…

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფენ-შუის სპეციალისტთან თანამშრომლობს. ამას მისი ხეების გადარგვით გატაცება მაფიქრებინებს. ხეს, მით უფრო ძველ ხეს, საკმაოდ ძლიერი ენერგია აქვს, სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ერთ-ერთი ხე რომ გადარგო, ფენ-შუის წესით მის გვერდით აუცილებლად უნდა დაერგო თეთრი მაგნოლია და ასეც მოიქცა. თუმცა არის ერთი გაურკვევლობა: ფენ-შუის სპეციალისტს მისთვის უნდა ეთქვა, რომ 2018 და 2019-ში წლებში ხეების გადარგვა საერთოდ არ შეიძლებოდა…

ჟურნალი გზა