”იტალიელი ბაბუ თიკო ქოქაძეს დიდ კომპენსაციას გადაუხდის, მაგრამ მანამდე მას ჩვენი დახმარება სჭირდება”

”იტალიელი ბაბუ თიკო ქოქაძეს დიდ კომპენსაციას გადაუხდის, მაგრამ მანამდე მას ჩვენი დახმარება სჭირდება”2 საათის წინ ლელა თოლორდავამ ფეისბუქში დაწერა:

”ეს არ არის ახალი წლის მოსალოცი ბარათი. ეს სათხოვარი ბარათია, სხვის მაგივრად ჩემი დაწერილი.

ზუსტად ერთი თვის წინ, 14 დეკემბერს, ერთ იტალიელ ნონოს (ბაბუს) რომ არ აეჩემებინა კუჯინების ( ნათესავების) მონახულება, არაფერი მექნებოდა თქვენთან სათხოვარი.

ახლა კი თქვენს გულისყურს ჩემსკენ მოვაპყრობ და დღევანდელი დღისთვის შეუფერებელ ამბავს მოგიყვებით.
ამბავს ქალზე, რომელიც ასიათასობით ქართველი ქალის მსგავსად ბადანტე გახადა გაჭირვებამ , სულ ხუთი დღით ბადანტე. რა მოხდა მეექვსე დღეს?!

მეექვსე დღეს მისმა მხცოვანმა სინიორმა რის ვაი- ვაგლახით გააგებინა ჩვენებურს, რომ ქალაქში მიდიოდნენ ნათესავების მოსანახულებლად. გული კი უგრძნობდა ცუდს, მაგრამ უარის თქმა ვერ გაუბედა, რადგან არც ამდენი იტალიური იცოდა და არც გამბედაობა ჰყოფნიდა უარის სათქმელად, ბადანტე იყო და უნდა ეთქვა სი (კი) .

ნათესავებს გააცნო ბელა ჯორჯიანა ბაბუმ, მათი საუბრის შინაარსის გასაგებად თავი არ დაუღლია ჩვენებურს, ფიქრებით აქედან შორს სამშობლოში (სამტრედიაში) იყო და თავის თვალხატულა ქალ- ვაჟს იკრავდა გულში.
დამშვიდობებისას ახლახან ნასწავლი არივედერჩი (ნახვამდის) თქვა მორიდებით …

უკანა გზაზე განცდა ჰქონდა იმისა, რომ ამ გზით ხიფათს უახლოვდებოდა. გვირაბში დახვდათ ხიფათი, უფრო სწორად მისი მხცოვანი ნონო სახიფათოდ ატარებდა თავის კუთვნილ მაქინას (ავტომობილს) რამაც გამოიწვია ინჩიდენტი (ავარია). უფრო დიდი შოკი პოლიციელების და სასწრაფო დახმარების ბრიგადის დანახვისას განიცადა, თავს ეხვია უცხო ხალხი და გაუგებარ კითხვებს უსვამდნენ…

მარცხენა ხელის მოტეხილობითა და ხერხემალის დაზიანებით მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალში მოთავსებულ სტრანიერს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გაუკეთდა ოპერაცია.

შობა-ახალ წელს ფოიერვერკებით მოჭედილი რეჯო კალაბრიას ცა საავადმყოფოს ფანჯრიდან დაინახა. ტკივილი და სევდა ცრემლად ღვრიდა, ტელეფონის ეკრანიდან მონატრებული შვილები (10 წლის გიორგი და 5 წლის მარიამი) პაწაწინა ხელებით დედისთვის ცრემლის მოწმენდას ცდილობდნენ, თავში ერთადერთი კითხვა უტრიალებდა – ნუთუ ამ განსაცდელისთვის გადმოვიკარგე?!

იმ იტალიელ ნონოს კი არც ნამუსი აღმოაჩნდა და არც ვაჟკაცობა, თავის წყალობით განსაცდელში ჩავარდნილი ქალბატონისთვის ეპატრონა. ერთადერთხელ მოინახულა საავადმყოფოში და რომ გამოჯანმრთელდები, დაბრუნდი ჩემს ბადანტედო, დაამშვიდა…

გამოჯანმრთელებას რა ესაჭიროება, არა მგონია ვინმესგან ესწავლებოდეს, მაგრამ თავს ხომ არ შეიწუხებდა ვიღაც სტრანიერისთვის (უცხოელისთვის). მაგრამ ის კი არ იცის, თავისივე ქვეყნის კანონი რომ იცავს ჩვენებურს. სულ მალე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს და სოლიდური კომპენსაციის გადახდაც მოუწევს.

მანამდე კი ჩვენი დახმარების იმედით არის დარჩენილი. ერთი ქართველი ქალბატონის ნაქირავებ ბინაში შეხიზნული, მეორე ქართველი დღედაღამ გვერდიდან არ შორდება, თავადაც პრობლემების გამო გადმოხვეწილი, სამსახურს ვერ იწყებს იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ შეუძლია გადაადგილება და თავის მოვლა ჩვენებურს. ცოდვა-მადლის განკითხვა ალბათ ამას ჰქვია.

ახლა უკვე ყველანი მიმიხვდებით სათქმელს, ალბათ თხოვნაც აღარაა საჭირო, რომ უნდა გამოვნახოთ საშუალება და მცირედით მაინც დავეხმაროთ ჩვენს სისხლსა და ხორცს.

ეს ქალბატონი გახლავთ Tiko Qoqadze, იმყოფება რეჯო კალაბრიაში, ეს მისი მობილურის ნომერია – 3280286103. ან დაუკავშირდეთ Giorgi Kipiani, რომლის წყალობითაც გახდა ეს ამბავი საზოგადოებისთვის ცნობილი. სწორედ გიორგიმ დარაზმა ქართველები თიკოს დასახმარებლად.

გუშინ გიორგისთან იტალიურის შემსწავლელ საკვირაო სკოლაში მისულმა საკუთარი თვალით დავინახე, როგორ აკოწიწებდნენ ბადანტედ ქცეული ქართველი ქალბატონები თიკოსთვის თანხას. გიორგიმ თქვენი გვარ- სახელი თქვენივე ხელით ჩაწერეთო , მეც ჩავწერე ლელა თოლორდავა +10 , მეტი ვერ შევძელი. ახლა თქვენი იმედი მაქვს , ყველანი ერთად შეუძლებელს შევძლებთ. ჩვენ ხომ ერთმანეთის მეტი პატრონი, აქ არავინ გვყავს!!!

გავაგებინოთ ეს ამბავი ბევრს!!!

გააზიარეთ, გთხოვთ!!!