გიორგი ბოჭორიშვილი: ,,ეს პრობ­ლე­მე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბლო­მა­დაა”

გიორგი ბოჭორიშვილი: ,,ეს პრობ­ლე­მე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბლო­მა­დაა",,ზაზა შემიყვარდა”, ბრავო, ზაზა”, ,,ისე თამაშობდა, თითქოს ნამდვილ ცხოვრებას ვუყურებდი”, უმაგრესი შესრულება, ძლიერი მსახიობი” – ეს კომპლიმენტები სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” ზაზას როლის შემსრულებელს, გიორგი ბოჭორიშვილს ეკუთვნის.

სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების” მე-14 სეზონის მთავარი გმირები სწორედ გიორგის პერსონაჟი ზაზა და  მისი ცოლი, ქეთი იყვნენ. მათ ოჯახურ დრამას მაყურებელი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. სეზონის ბოლო სერიამ გიორგი ბოჭორიშვილს აშკარად თაყვანისმცემლების არმია შესძინა.

..

გიორგი ბოჭორიშვილი დაქორწინებული გახლდათ მსახიობ ეკა დემეტრაძეზე. იყო პერიოდი, როცა წყვილი სერიალში ერთადაც თამაშობდა. 10 წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ გიორგი და ეკა ერთმანეთს დაშორდნენ.

დიდი ხნის განმავლობაში ამ თემაზე საუბარს ორივე ერიდებოდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ თავად გიორგიმ გაასაჯაროა მეუღლესთან გაშორების ამბავი და ისიც აღნიშნა, რომ ახალი რჩეული ჰყავდა.

გოგონა, რომლესაც გიორგიმ ცხოვრება დაუკავშირა, თაკო ვალიშვილია. წყვილს უკვე უსაყვარლესი ქალიშვილი ანუნა ჰყავს. ეკას და გიორგისაც ჰყავთ საერთო შვილი – თომა.

„კარგი იყო ჩვენი ცოლქმრობა.პროფესიული თვალსაზრისით ნამდვილად დავეხმარეთ ერთმანეთს. პროფესიულ შენიშვნებს ვაძლევდით და არ ვუმალავდით, რა მოგვწონდა და რა – არა. ორი მსახიობის ცხოვრებაში მგონია, რომ რომელიღაც შედგება, რომელიღაც ვერ შედგება. მე არ მინდა, სხვა შედგეს. ამიტომ მირჩევნია, მე შევდგე როგორც მასახიობი, ვიდრე ჩემი ცოლი. რა თქმა უნდა, ეკაც უნდა შედგეს თავის გზაზე მსახიობად და მეც უნდა შევდგე”, – განაცხადა გიორგიმ ცოლთან დაშორების შემდეგ გადაცემა ,,ანფასში”.

სერიალში პირველად გამოჩენის შემდეგ, 2014 წელს კი ამბები.ჯი-სთან თავის ცხოვრებასა და გმირზე ისაუბრა:

-სერიალში ფსევ­დო­მე­ო­ჯა­ხის როლი მაქვს. ბევ­რგან გა­მირ­ბის თვა­ლი, მარ­ტო ქა­ლე­ბის­კენ კი არა, სასმლის­კე­ნაც. ვფიქ­რობ, ეს არ არის სწო­რი საქ­ცი­ე­ლი. ხან­და­ხან სე­რი­ალ­ზე კო­მენ­ტა­რებს რომ ვკი­თხუ­ლობ, მიკ­ვირს, ძა­ლი­ან ბევ­რს სა­ერ­თოდ არ აქვს გან­ცდა, რომ ამ რო­ლებს მსა­ხი­ო­ბე­ბი მხო­ლოდ თა­მა­შო­ბენ. ალ­ბათ, სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბე­ბის ხვედ­რი ასე­თია.

ჩემ­ზე თა­ვი­დან ამ კო­მენ­ტა­რებ­მა იმოქ­მე­და. არ მო­მე­წო­ნა, რომ წერ­დნენ, ზაზა არ უყ­ვარ­თო. მერე მივ­ხვდი, რომ კო­მენ­ტა­რე­ბი არ ღირს ნერ­ვი­უ­ლო­ბად. თუ მა­ყუ­რე­ბელ­ში ემო­ცი­ას იწ­ვევ, ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად კარ­გია. ჩვე­ნი, მსა­ხი­ო­ბე­ბის მი­ზა­ნიც ესაა.

– ზა­ზას მე­უღ­ლე­ში, ქეთიში რა არ მოგ­წონს?

– მე მგო­ნია, რომ მის მე­უღ­ლე­ში კი არა, პრობ­ლე­მა თვი­თონ ზა­ზა­შია. ზა­ზას­ნა­ი­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რია. მას ზუს­ტად ისე­თი ცოლი ჰყავს, რო­გო­რიც უნ­დო­და და ისე ცხოვ­რობს, რო­გორც სურს ცხოვ­რე­ბა. ეს მგო­ნი, არას­წო­რი აღ­ზრდი­სა და ცუდ გა­რე­მო­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბაა. მის­თვის ღა­ლა­ტიც არა­ფერს ნიშ­ნავს. რა­ტომ­ღაც ცო­ლის ღა­ლა­ტი ღა­ლა­ტად არ მი­აჩ­ნია. ისეთ შე­უმ­დგარ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რიც მეტ-ნაკ­ლე­ბად ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაა, როცა ბო­ლომ­დე არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოდ, ალ­ბათ, კა­ცებს ახა­სი­ა­თებთ ღა­ლა­ტი. ზაზა ინ­ფან­ტი­ლუ­რია, ნერ­ვი­უ­ლიც, და­ლე­ვა და ჩხუ­ბი უყ­ვარს. ჩემი აზ­რით, ზაზა არა­სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ცია.

ზაზა რომ ასე­თი ინ­ფან­ტი­ლუ­რია, ეს ქვეყ­ნის ბრა­ლი­აო, აღ­ნიშ­ნე და სა­კუ­თარ თავ­ზე რას გვე­ტყო­დი?

– რა თქმა უნდა, იმა­ვე პრობ­ლე­მებ­თან მეც მი­წევს შე­ჯა­ხე­ბა და ეს პრობ­ლე­მე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბლო­მა­დაა.