ეს გემრიელი საწებელი გრიპისგან დაგიცავთ

ეს გემრიელი საწებელი გრიპისგან დაგიცავთხშირად გაიგონებთ, ვირუსებისგან და გრიპისგან ნიორი, ლიმონი დაგიცავთ, რაც შეიძლება მეტი ჭამეთო. მართლაც, ორივე პროდუქტი უნიკალური თვისებებისაა, კარგია, თუ მათ საკმარისი რაოდენობით მივიღებთ. თუმცა ნივრის ჭამას ბევრი ერიდება, რადგან უსიამოვნო სუნი ახლავს.

როგორ ვიპოვოთ გამოსავალი? ძალიან მარტივად. ამ ორი პროდუქტისგან შეგვიძლია,  უგემრიელესი საწებელი დავამზადოთ და მივირთვათ.

მაშ ასე:

ლიმონი გაფცქვენით და დააბლანდერეთ. შეგიძლიათ, ცოტა გადადუღებული წყალი დაასხათ, რომ ძალიან სქელი არ იყოს.

დანაყეთ ნიორი, წვრილად დაჭერით ან ჩანაყეთ ქინძი და ლიმონის მასაში აურიეთ. დაამატეთ მარილი და ცოტა ზეთი.

ლიმონის, ნივრის, ზეთის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ. გემრიელია თევზის, ხორცის კერძებთან ერთად.

რაც მთავარია, ლიმონი არ მოთუთქოთ, ცოცხლად დააბლენდერეთ.