,,დალი ჯორჯიანა – შეგიძლიათ ასეც იკითხოთ, მთელი საავადმყოფო ცნობს როგორც უპატრონო, განწირულ ქართველს“ – ემიგრანტი ქალის ტრაგედია

,,დალი ჯორჯიანა - შეგიძლიათ ასეც იკითხოთ, მთელი საავადმყოფო ცნობს როგორც უპატრონო, განწირულ ქართველს“ - ემიგრანტი ქალის ტრაგედიასოციალურ ქსელში იტალიაში, უპატრონოდ მიტოვებული ქართველი ქალის ფოტოები ვრცელდება, რომელიც საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით წევს. ფეისბუქმომხმარებელი მარიკა მარი ნეაპოლში მცხოვრებ ქართველებს სთხოვს, მორალურად და შეძლებისდაგვარად ფინანსურად დაეხმარონ ქართველ ემიგრანტ დალი ზაქარეიშვილს, რომელზეც საკუთარმა ოჯახმა უარი თქვა.

„იტალიაში, კერძოდ ნეაპოლში მყოფო ქართველებო, მეგობრებო! მოგმართავთ თხოვნით, ერთი ძალიან კარგი, თბილი ქართველი ქალბატონი წევს საავადმყოფოში პონტიჩელში დე მარის საავადმყოფოში უკვე თვენახევარია ინსულტით.

ამ ხნის განმავლობაში სრულიად უპატრონოდ, სჭირდება ჩვენი მორალური და ფინანსური თანადგომა. გუშინდლამდე თავს გრძნობდა უპატრონოდ და არც ოპერაციას თანხმდებოდა. ამ ქალზე საკუთარმა ოჯახმა უარი თქვა… გუშინ იყვნენ ქართველი გოგოები მისულები. საბრალომ გაიხარა და ხელი მოაწერა ოპერაციაზე თანხმობას.

ძალიან გთხოვთ, დავეხმაროთ და ვისაც რამდენი შეგვიძლია, კვირას შევაგროვოთ თანხა და დავუდგეთ გვერდით. ასევე, ვინც ახლოს ხართ პონტიჩელთან, იქნებ დასვენების საათებში გააკითხოთ, მოინახულოთ. დიდი მადლობა წინასწარ.

p.s. დელ მარის საავადმყოფოში, მე-7 სართული, ნეიროქირურგიული განყოფილება, 701-ე პალატა. დალი ზაქარეიშვილი. (დალი ჯორჯიანა) შეგიძლიათ ასეც იკითხოთ, მთელი საავადმყოფო ცნობს როგორც უპატრონო, განწირულ ქართველს“, – წერს მარიკა მარი.

ინფოფოსტალიონი 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019