,,ამ საშინელმა ღორის გრიპმა წაგვართა ეს ქერა, პატარა ნინიკო”

,,ამ საშინელმა ღორის გრიპმა წაგვართა ეს ქერა, პატარა ნინიკო''ჟურნალისტი ეკა პატარაია ფეისბუქში მეგობარზე წერს, რომელიც ე.წ. ღორის გრიპით გარდაიცვალა:

,,ამ საშინელმა ღორის გრიპმა წაგვართა ეს ქერა, პატარა ნინიკო. დღეს მივაბარეთ მიწას. ჩემი კლასელი იყო. სულ რაღაც ერთი თვის გათხოვილი. ნიჭიერი, ჭკვიანი, დამოუკიდებელი, კარგი ოჯახის შვილი, თავისით მიაღწია ყველაფერს, სწავლა, კარგი სამსახური, ბინა, რემონტი, ავეჯი, მანქანა…

შეყვარებული დაეღუპა რამდენიმე წლის წინ ავარიით, დეპრესიაში იყო. მერე მითხრა, ასე აღარ შემიძლია, ამდენი წლის ვარ, მეც ხომ მინდა შვილი და ოჯახიო. გათხოვდა და აი…

როგორ მენანება და მტკივა გული, არ იცით. ჩვენ, რამდენიმე კლასელი ბოლომდე ერთად ვიყავით. მაპატიე, ნინ, გემუდარები!.. ნათელი არ მოგკლებოდეს იქ, სადაც დღეიდან ხარ”.