57 წლის ქართველი ემიგრანტი დილით საწოლში გარდაცვლილი იპოვეს

57 წლის ქართველი ემიგრანტი დილით საწოლში გარდაცვლილი იპოვეს57 წლის ქართველი ემიგრანტი ლელა ჭაბაშვილი იტალიის ქალაქ პრატოში 20 იანვარს დილით, საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ განცხადება,, ქართველები იტალიაში (ასოციაცია A.I.S.)”  სოციალურ გვერდზე განათავსა.

,,ქართველო ემიგრანტებო, მინდა, სამწუხარო ამბავით შეგაწუხოთ. დღეს თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს, დღეს ტრაგედია მოხდა იტალიის ქალაქ პრატოში. დაიღუპა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ქალბატონი, 57 წლის ლელა ჭაბაშვილი.

ვაგროვებთ შესაწირს ოჯახის დასახმარებლად. თუ ვინმეს სურვილი აქვს, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება. თუ ვინმეს გექნებათ საშუალება, სანამ გადავასვენებთ, მანამ იქნება ეს თანხა შესაგროვებელი. გამჭვირვალობისათვის შეგიძლიათ მიუთითოთ თანხა კომენტარში, რომელსაც თქვენ გაიღებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

დიასპორა.ჯი