,,თვი­თონ ბევ­რს გა­უძ­ლებ­და, გულ­მა ვერ გა­უძ­ლო” – ნიკა რურუას მეგობრები იხსენებენ

,,თვი­თონ ბევ­რს გა­უძ­ლებ­და, გულ­მა ვერ გა­უძ­ლო" - ნიკა რურუას მეგობრები იხსენებენყველასთვის მოულოდნელი და თავზარდამცემი აღმოჩნდა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რის,  პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტის, ნიკა რუ­რუას გარდაცვალება. მისი ცხედარი დღეს საკუთარ სახლში იპოვეს. ის 50 წლის იყო.

მეგობრები ნიკა რურუაზე ფეისბუქში წერენ. მათი სტატუსები ამბები.ჯი-მ შეკრიბა.

და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე, ნაციონალური მოძრაობის წევრი: 

,,მა­გა­რი ძმა დავ­კარ­გეთ. სი­ტყვე­ბი ზედ­მე­ტია. ყო­ველ­თვის იცო­და, სად იყო სწო­რი გზა. ძა­ლი­ან მტკი­ვა გული. დაგ­ვაკ­ლდე­ბი, ძმო­ბი­ლო…”.

და­ვით პა­ი­ჭა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი: 

,,ძა­ლი­ან და­მაკ­ლდე­ბა. სიმ­ტკი­ცე, გო­ნი­ე­რე­ბა, შე­უ­პოვ­რო­ბა, სიმ­შვი­დე, იუ­მო­რი… ალ­ბათ ჯო­ბია, ემო­ცი­ე­ბი სა­ჯა­როდ გა­რეთ გა­მო­ი­ტა­ნო, სხვას და­ა­ყა­რო თავ­ზე, გა­თა­ვი­სუფ­ლდე, თუნ­დაც სახე და­კარ­გო ამ დროს. ნიკა რუ­რუ­ას ეს არა­სო­დეს გა­უ­კე­თე­ბია. თვი­თონ ბევ­რს გა­უძ­ლებ­და, გულ­მა ვერ გა­უძ­ლო. მშვი­დო­ბით”.

ნინო სურ­გუ­ლა­ძე, მეცო-სოპ­რა­ნო:

,,ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ… სი­ტყვე­ბი ზედ­მე­ტია… დიდი და­ნა­კარ­გი”.

გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი, ,,ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რი:

,,ბო­ლოს რომ ვნა­ხე, სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ აშშ-ის კონ­გრე­სის 1954 წლის ან­გა­რი­შის და პა­რიზ­ში 1951 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის კრე­ბუ­ლის Georgian Question Before the Free World ჩვე­ნი სახ­სრე­ბით გა­მო­ცე­მა­ზე შევ­თან­ხმდით”.

მა­მუ­კა გამ­ყრე­ლი­ძე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა “ივე­რი­ის” ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ელი:

,,ნიკა რუ­რუა აღარ გვყავს. აღარ გვყავს ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მათ, ვის­თვი­საც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო არის ცხოვ­რე­ბის კრე­დო და მი­ზა­ნი! წა­ვი­და ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სრუ­ლი­ად უან­გა­როდ, თავ­და­დე­ბუ­ლად უყ­ვარ­და სამ­შობ­ლო და მზად იყო, მის­თვის ნე­ბის­მი­ერ წუთს თავი გა­ე­წი­რა. აკი გა­წი­რა კი­დეც. ინ­ტრა­ვერ­ტი ადა­მი­ა­ნი იყო. სა­კუ­თარ გულ­ში ატა­რებ­და ყვე­ლა დარდს და არა­ვის უჩ­ვე­ნებ­და სი­სუს­ტეს. ამ გულ­მაც ვე­ღარ გა­უძ­ლო ამ­დენ დატ­ვირ­თვას. წა­ვი­და მა­შინ, როცა მარ­თლა ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო იყო. მა­შინ, როცა გა­ი­ა­რა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მოც­და და ახლა, ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდუ­ლი შე­მარ­თე­ბით სავ­სე და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით დაბ­რძე­ნე­ბუ­ლი, მზად იყო, ემ­სა­ხუ­რა ქვეყ­ნის­თვის ყველ­გან, სა­დაც ის იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო. სა­შინ­ლად გვატ­კი­ნე გული ყვე­ლას, ჩემო მა­გა­რო კაცო ! მა­გა­რო ვაჟ­კა­ცო და იმე­დი­ა­ნო!”.

შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი: 

,,ნიკა რუ­რუ­ას ბევ­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა ჰქონ­და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის, კულ­ტუ­რის და მა­შა­სა­და­მე, ქვეყ­ნის წი­ნა­შე. ვი­ზი­ა­რებ მწუ­ხა­რე­ბას და ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს”.

ნიკო მი­ქა­ია: 

,,ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ცოტა ხნით ლა­პა­რა­კიც კი ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს გას­წავ­ლი­და! გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ინ­ტე­ლექ­ტი, სას­წა­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი და უდი­დე­სი ცოდ­ნის პატ­რო­ნი წა­ვი­და! ,,მოვა დრო და აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბეჭ­დავთ შენს წიგნს! მალე და­ას­რუ­ლე, სეხ­ნი­ავ” – ეს იყო მისი ბოლო სი­ტყვე­ბი, რაც მი­თხრა! უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი წა­ვი­და! მი­ხა­რია და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ცოტა ხნით, მაგ­რამ მა­ინც გვქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გვე­მე­გობ­რა, ნიკა! მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე”.

გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

,, ნიკა რუ­რუა. არც ვიცი, რა ვთქვა…”.