,,სულ მეშინოდა ამ დღის” – ლევან სუხიტაშვილი

,,სულ მეშინოდა ამ დღის" - ლევან სუხიტაშვილიმსახიობი ლევან სუხიტაშვილი ფეისბუქში სევდიან პოსტს ავრცელებს:

,,ჯერ ვერასოდეს წარმომედგინა ცხოვრება მათ გარეშე, მერე კი სულ მეშინოდა ამ დღის, რომ რომელიმე მათგანი წავიდოდა ჩემგან და ჩემი ყველაზე მაგარი პერიოდიდან. ჩემი ბავშვობის ტკბილი პერიოდიდან.. გული მტკიოდა სულ და მეშინოდა, რომ ეს დღე გარდაუვალი იქნებოდა.

სულ მეყვარები, ბებო… ძალიან მტკივა გული იმაზე, რომ ბევრი ვერ მოგეფერე. ეს დღეები ერთადერთი ოცნება მქონდა, რომ სულ ერთი დღე მაინც მოსულიყავი გონზე და ბევრი ჩაგხუტებოდი. ახლა დამთავრდა ერთი დიდი ეპოქა ჩემში და ახლა მივხვდი, რომ პატარა აღარ ვარ. დარჩა პაპა მარტო”.