რომელი ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ სააკაშვილისა და მარგველაშვილის ინაუგურაციებს და ვინ არიან ზურაბიშვილის სტუმართა სიაში

რომელი ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ სააკაშვილისა და მარგველაშვილის ინაუგურაციებს და ვინ არიან ზურაბიშვილის სტუმართა სიაშისაქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საქმე პომპეზურობასთან არ გვექნება. ანალოგიურად ჩატარდა გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაც, რაზეც თავად მარგველაშვილი აცხადებდა, რომ ვერ შეძლებდნენ „ფეშენებელური ინაუგურაციების“ მოწყობას.

მიუხედავად ამისა, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას 53 ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა. მათ შორის, ლიეტუვას პრეზიდენტი, აზერბაიჯანისა და ავსტრიის პრემიერები და 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა ქვეყნები კი საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, პარლამენტის თავმჯდომარეებისა და ვიცე თავმჯდომარეების დონეზე იყვნენ წარმოდგენილნი.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტისვ მიხეილ სააკაშვილისვ ინაუგურაციას – სხვა სტუმრებთან ერთად, 2004 წელს მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელიც ესწრებოდა.

2008 წელს გამართულ ინაუგურაციაზე კი საქართველოში 5 ქვეყნის პრეზიდენტი იმყოფებოდა: ტრაიან ბაშესკუ – რუმინეთი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი – ესტონეთი, ვალდას ადამკუსი – ლიეტუვა, ვალდის ზატლერსი – ლატვია, ლეხ კაჩინსკი – პოლონეთი.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან სომხეთის პრეზიდენტი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის მინისტრი, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამერიკიდან სტუმრად გვეყოლება USAID-ის წარმომადგენელი და ასევე წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი.

ნიუპოსტი