როგორ დაიწყეს ქუთაისელმა გოგოებმა ბიჭების მოტაცება – „რასია 24“-მაც კი გაუშვა ჩემი მოტაცების ვიდეო”

როგორ დაიწყეს ქუთაისელმა გოგოებმა ბიჭების მოტაცება -  „რასია 24“-მაც კი გაუშვა ჩემი მოტაცების ვიდეო''საქართველოში და კერძოდ ქუთაისში, ბოლო ხანებში გოგონების მიერ ბიჭის მოტაცების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

,,ქუთაისში 25 წლის თბილისელმა გოგონამ გვიან ღამით ქუთაისელი ბიჭი შანტაჟით სახლიდან გამოიყვანა, ერთერთ პარკში ხეზე მიაბა და გააუპატიურა. დაზარალებულმა განაცხადა, რომ გოგონა  პირადი  ფოტოების  საჯაროთ  გამოქვეყნებით  ემუქრებოდა!  ბიჭს ფსიქოლოგიური დახმარება ესაჭიროება“- ამ ამბავმა ბოლო სამი დღეა მთელი საქართველო და ინტერნეტ-სივრცე აალაპარაკა.

ასევე უფრო ადრე იყო მსგავსი შემთხვევა, ამჯერად 25 წლის ქუთაისელმა გოგონამ მესამედ მოიტაცა ბიჭი, რომელიც, მისი თქმით, მთელი არსებით უყვარს.

მეგობრების დახმარებით მანქანის საბარგულში ძალით ჩასვა და სოფელში, ბებია-ბაბუასთან წაიყვანა. გოგონას სურდა, ბიჭი მიეხვედრებინა  თუ რაოდენ  უყვარდა  და მისთვის  რაზე იყო წამსვლელი.

ბიჭი უარზე იყო, არ სურდა მასთან დარჩენა და ყველაფერს აკეთებდა, რომ დაბრუნებულიყო  სახლში, მაგრამ გოგონამ ნაცად ხერხს მიმართა, გაახსენდა,  წინა  ჯერზე  როგორ გაექცა და თოკით ორივე ხელი მიუბა საწოლზე, აწვალებდა, უნდოდა,  ბიჭი მოეხიბლა და მასთან დარჩენილიყო. ყოველ ღამე ესტუმრებოდნენ ოთახში ის და მისი დაქალები, მაგრამ ბიჭი არ ნებდებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც იქნა, ბიჭის  მშობლებმა  თავიანთ  შვილს  მიაგნეს და უკან დაბრუნება მოითხოვეს.

ალბათ გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ამბავი სინამდვილეს შეესაბამება.

მანამდე კი, ეს ყველაფერი 2015 წელს ქუთაისში ერთი უწყინარი რეკლამით დაიწყო.

კრეატიულმა ჯგუფმა დათუნა ფურცხვანიძის, გიორგი გიორგობიანის, შაკო ხუციძის და გიორგი ლიონიძის შემადგენლობით ერთ-ერთ კომპანიას ვიდეო-კლიპი გადაუღეს, რომლის გამოსვლამდე ინტერნეტ-სივრცეში თიზერები გაუშვებს, თუ როგორ იტაცებენ გოგონები ქუთაისში ბიჭს.

ვიდეოში, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, ნათლად ჩანს, თუ როგორ ტენიან ბიჭს მანქანაში ქუთაისელი გოგონები.

აღნიშნულმა ვიდეომ 2015 წელს დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მეტიც, საქართველოს ფარგლებს გასცდა და რუსეთის ერთ-ერთმა ტელეარხმა „რასია 24“-მაც კი გადმოსცა. რუსი ტელეწამყვანი მაშინ პირდაპირ ეთერში ამბობდა, რომ უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, ისეთი, როგორიც საქართველოს ჯერ არ ახსოვს.

ამდენი აჟიოტაჟის შემდეგ კი გაირკვა, რომ საქმე ერთ-ერთი ბანკის რეკლამასთან გვქონდა.

რადგან ეს რეკლამა დღეს გოგონებისთვის ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა, დრონი.ჯი-მ იპოვა ბიჭი, რომელიც ამ პროვოკაციული და პოპულარული რეკლამის მთავარი გმირია.

ჩვენ, ქუთაისში პირველ ,,მოტაცებულ” და ამჟამად შინ მშვიდობით დაბრუნებულ ბიჭს, გიორგი ლიონიძეს დავუკავშირდით და მას უცნაური თავგადასავალის ამბები გამოვკითხეთ.

როგორ დაიწყეს ქუთაისელმა გოგოებმა ბიჭების მოტაცება -  „რასია 24“-მაც კი გაუშვა ჩემი მოტაცების ვიდეო''– გიორგი, რა მოხდა მაშინ, 2015 წელს და როგორ მოახერხე გოგონებისგან თავის დაძვრენა? (ეს ყველაფერი, რათქმაუნდა, ხუმრობით).

– ოოო, დიდი ამბები იყო მაშინ ქუთაისში (იცინის)… ისე ნეტა, მართლა მოვეტაცებინე გოგოებს, ნამდვილად არ ვიტყოდი უარს.

სინამდვილეში 2015 წელს მე და ჩემი მეგობრები, დათუნა ფურცხვანიძე, გიორგი გიორგობიანი, შაკო ხუციძე რეკლამას ვუკეთებდით ერთ-ერთ კომპანიას და ვიფიქრეთ, რომ ყურადღების მისაქცევად ეს ძალიან კარგი სცენარი იყო და მართლა წაიღო… თან ისე წაიღო, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენზე ლაპარაკობდნენ. მეტიც „რასია 24“-მაც კი გაუშვა ჩემი მოტაცების ვიდეო.

ბიჭებს ქუთაისში გვაქვს პატარა გადამღები სტუდია და ასე ვაკეთებთ ხოლმე ვიდეო-კლიპებს… სხვათა შორის „ხონელიძის კლინიკაზე“ ის პოპულარული საახალწლო მიუზიკლიც ჩვენი გადაღებულია. მართალია, მე ცოტა ჩამოვშორდი ამ თემებს, თბილისში გადმოვედი და ვმუშაობ ერთ-ერთი იუმორისტული შოუს სცენარიტად, თუმცა თუ რამეა გასაკეთებელი, მაინც ერთად ვაკეთებთ ბიჭები. ვეტერანი ,,კავეენშიკები” ვართ, ტვინის იუმორისტული სფერო ამ მხრივ კარგად გვაქვს ამუშავებული, იდეებს არ ვუჩივით და მოკლედ, მე მგონი, კარგად გამოგვდის. (იცინის)

-შენი აზრით, ეს რეკლამა გახდა მაპროვოცირებელი ამ ბოლო დროს გოგონების მიერ ქუთაისელი ბიჭების მოტაცების?

-აუ, კარგით რა, რა მაპროვოცირებელი, ეტყობა, იღადავეს… ან რატო ატეხეს ასეთი ამბები? მშობლებმა ჩააკითხეს და წამოიყვანესო, ეგ რო, წავიკითხე, მაგაზე ამოვწყდი, იმდენი ვიცინე… დარჩენილიყო მერე, რა უჭირდა, რა დაემართებოდა (იცინის).

-შენ რო ვინმეს მოეტაცებინე რას იზამდი?

ხო მომიტაცეს? (იცინის) ნეტა მოვეტაცებინე და მომიტაცონ კარგით რა… მაგას რა ჯობია, დავრჩები ცოტა ხანს და ავდგები მერე და გამოვიქცევი, სირბილში დამეწევა ვინმე თუ რა… ან საერთოდ გოგოს გული რატო უნდა დაწყვიტო კაცმა, მაგაზე როგორ ვაწყენინებ ვინმეს. ახლა წარმოვიდგინე, დედ-მამა რომ მაკითხავს და მე რომ ვეუბნები, უკან დასაბრუნებლად არ ვარგივარ-თქო, ბოდიში, მაგრამ ამაზე სერიოზულად ვერ მელაპარაკება, ვიხრჩობი სიცილით. გოგოებო, დაე მომიტაცეთ, არ ვარ წინააღმდეგი.

დრონი.ჯი