“ოთახში თამაშობდა, როდესაც დედა მეორე ბავშვს აძინებდა, სავარაუდოდ წნევის წამალი დალია…” – რა მოხდა გურიაში

"ოთახში თამაშობდა, როდესაც დედა მეორე ბავშვს აძინებდა, სავარაუდოდ წნევის წამალი დალია..." - რა მოხდა გურიაში2 წლის ბავშვი, რომელმაც სავარაუდოდ, წნევის წამალი დალია, უმძიმესი მდგომარეობით ცოტა ხნის წინ ლანჩხუთის “მედალფას” კლინიკაში შეიყვანეს, რეანომობილით თბილისში გადაიყვანენ.

“პრაიმტაიმის” ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, ბავშვს პირველადი დახმარება აგდილზე გაეწია, ის კონტაქტური არ არის.

“ველოდებით ბრიგადას თბილისიდან და იქ მოხდება პაციენტის გადაყვანა”, – აცხადებენ კლინიკაში.

ოჯახის ახლობლის თქმით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც დედა მეორე ბავშვს აძინებდა, 2 წლის ბავშვი კი ოთახში თამაშობდა, წამლების კარადა გამოაღო, რის შემდეგაც, სავარაუდოდ წნევის წამლები მიიღო. გავრცელებული ცნობით, პატარა სოფელ ნიგვზიანის მკვიდრია.