,,მოიშორეთ, თუ რამე გამოიწერეთ ამ ბოლო დროს, ის სიკვდილია!” – ზურაბ სიხარულიძე

,,მოიშორეთ, თუ რამე გამოიწერეთ ამ ბოლო დროს, ის სიკვდილია!” - ზურაბ სიხარულიძენარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ამჯერადაც საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. ფეისბუქში წერს, რომ ინტერნეტით ბოლო დღეებში სასიკვდილო ნივთიერება იყიდება და ადამიანები რეანიმაციაში ხვდებიან.

,,მინდა, ყველა გავაფრთხილო – ახალგაზრდები: ვინც ამ ბოლო დღეებში საიტებიდან გამოიწერეთ ნივთიერებები, ის არ არის, რადაც მას ასაღებენ! არ არის გამორიცხული, რომ ისევ კარფენტანილი იყოს,  ვინაიდან ადამიანები ისევ  მოხვდენენ რეანიმაციაში და ისევ აძინებს და გადადიან კომატოზურ მდგომარეობაში!

ფრთხილად იყავით და გაუფრთხილდით თქვენს სიცოცხლეს! მოიშორეთ, თუ რამე გამოიწერეთ ამ ბოლო დროს, ის სიკვდილია!”, – წერს ზურაბ სიხარულიძე.