მიხეილ სააკაშვილი გიორგი არველაძეს: ,,ძალიან შემცდარხარ, ძვირფასო გიორგი”

მიხეილ სააკაშვილი გიორგი არველაძეს: ,,ძალიან შემცდარხარ, ძვირფასო გიორგი"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიორგი არველაძეს პასუხობს,  რომელმაც ქართველ ახალგაზრდებს უტვინო ჯოგი და უპასუხისმგებლო ნახირი უწოდა.
,,სინამდვილში არასდროს არ გვყოლია ასეთი მაგარი ახალგაზრდობა, როგორც ახლა. მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა მათთან და ძალიან ვამაყობ მათით.
ძვირფასო გიორგი, თუ მართლა ძვირი წამოგცდა მათი მისამართით, ძალიან შემცდარხარ და იმედია, შეიცვლი შენს აზრს”, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი არველაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი განათავსა, რომელიც ქართველი ახალგაზრდობისა და სტუდენტების წინააღმდეგ იყო მიმართული.
“საქართველოს ახალგაზრდობავ და სტუდენტობავ, თქვენ ხართ ზარმაცი უთავმოყვარეო და უტვინო ჯოგი. უპასუხისმგებლო ნახირი, ფასეულობებისა და ინტელექტის გარეშე. სამარცხვინონი. ქაქში ცხოვრებას იმსახურებთ და ზუსტად ეს გელით”, – დაწერა არველაძემ, მაგრამ მალევე ეს პოსტი წაშალა და მის ნაცვლად ახალი ,,გამოაცხო”:

დღეს რომ აკაკი და ილია ცოცხლები იყვნენ, ერთი იტყოდა ,,ფურთხის ღირსი ხარ,  საქართველოო”, მეორე კი იტყოდა, რომ ჩვენ ვართ ,,ქედდრეკილი, მანკიერი, ქვემძრომელი, ცრუ, ყრუ, მუნჯი, უნჯი, მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, ცბიერი და ფლიდი ერი”.