,,მგზავრის წერილების უცნობი ავტორი ცდილობს, ქართველები ერთმანეთთან დააკავშიროს” – სასკოლო მარგალიტები

,,მგზავრის წერილების უცნობი ავტორი ცდილობს, ქართველები ერთმანეთთან დააკავშიროს'' - სასკოლო მარგალიტები,,ჩვენი დამრიგებელი სკოლის ექიმია და სწავლის მაგივრად გვმკურნალობს”.

მე-7 კლასი

,,სპეციალისტებს და დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ცივ ამინდში აჯიკა, წიწაკა და ნიორი უნდა ვჭამოთ. ამის შემდეგ კარგ განწყობას მწარე შოკოლადი დაგვიბრუნებს”.

მე-8 კლასი

,,ტყუპები ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ თითების ანაბეჭდები მაინც არ უმეორდებათ და ამით შეიძლება მშობელმა ისინი ერთმანეთისგან განასხვავოს”.

მე-6 კლასი

,,საფეხბურთო სკოლაში ბავშვებს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთი გააქვთ. ასეთი ადამიანებისაგან შედგება ჩვენი ერი, რომელსაც ვერავინ ვერაფერს დააკლებს”.

მე-7 კლასი

,,ფიქრს შეუძლია ადამიანი შეცვალოს და გამოასწოროს და ამიტომ ბევრი უნდა ვიფიქროთ”.

მე-5 კლასი

,,მგზავრის წერილების უცნობი ავტორი ცდილობს, ქართველები ერთმანეთთან დააკავშიროს და დაგვანახოს, რა საშინლები არიან რუსი ოფიცრები”.

მე-10 კლასი

,,ავი ძაღლი ადამიანია, რომელიც სხვას უშლის ჭამას და თვითონ არ შია”.

მე-7 კლასი

,,ვეფხვივით ტარიელი ლომივით ეკვეთა ქაჯებს”.

მე-9 კლასი

სარკისთვის შეკრიბა რუსუდან ადვაძემ