მძღოლი, რომელმაც 2 წლის გეგა სიხარულიძე გაიტანა, მომენტალურად გათეთრდა – საშინელი ტრაგედია ხალაში

მძღოლი, რომელმაც 2 წლის გეგა სიხარულიძე გაიტანა, მომენტალურად გათეთრდა - საშინელი ტრაგედია ხალაშისაზარელი ტრაგედია დატრიალდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, სადაც მიკროავტობუსმა, რომელიც სოფელს ემსახურებოდა, 2 წლის გეგა სიხარულიძე გაიტანა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. სოფელ ხალას მცხოვრები მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობს:

„გეგას და-ძმაც მცირეწლოვანი ჰყავს, უფროსი 6 წლისაა და პირველ კლასში დადის, მომდევნო კი 4 წლისაა და საბავშვო ბაღში დადის. ბავშვების დედა სწორედ საშუალო შვილის ბაგა-ბაღიდან გასაყვანად ჩამოჰყვა მიკროავტობუსს სახლიდან საბავშვო ბაღამდე. თან 2 წლის გეგაც გამოიყოლა… როცა მიკროავტობუსმა ბაგა-ბაღთან გაუჩერა, ბავშვიანად უნდა ჩასულიყო მანქანიდან, მაგრამ ამ დროს რა მოხდა, საწყალი ვერც კი იხსენებს. როგორც ჩანს, გეგამ დედას ხელი გაუშვა და მიკროავტობუსიდან ჩამოასწრო, მერე კი, მიკროავტობუსს შემოურბინა და უკანა მხრიდან ბორბლებში შეუვარდა. ეს უბედურებაც მომენტალურად მოხდა – ბავშვი მიკროავტობუსს უკანა ბორბლებში შუვარდა.

ზუსტად ვერავინ ამბობს რა მოხდა, როგორც ჩანს, ვიდრე დედა ჩავიდოდა მიკროავტობუსიდან, მან მანამდე მოასწრო მიკროავტობუსის შემორბენა. თან საშინელი ამინდი იყო, კოკისპირული წვიმა მოდიოდა და ვერც მძღოლი და ვერც დედა გონზე ვერ მოვიდა, რაც ხდებოდა. ყველაფერი მეხის დაცემასავით იყო, – როგორც კი მძღოლმა მანქანა დაძრა, ბავშვი მაშინვე გარდაიცვალა. ამაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს, – ბავშვის საბრალო დედა გაუთავებლად იმეორებდა, – გაიქცა, გაიქცაო… მძღოლი კი იმდენად ცუდად გახდა, რომ 42 წლის კაცი მომენტალურად გათეთრდა”, – ამბობს ხალას მცხოვრები.

სივაის.ჯი