მამა შვილს საქმის გასარჩევად გაჰყვა, მკვლელობაში ორივე მონაწილეობდა – საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

მამა შვილს საქმის გასარჩევად გაჰყვა, მკვლელობაში ორივე მონაწილეობდა - საზარელი მკვლელობის ახალი დეტალებიშინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 დეკემბერს, გვიან საღამოს წავკისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 3 პირი (ვრცლად იხილეთ ბმულზე).

წავკისი მომხდარ საზარელ დანაშაულთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი აბულაძეები. ,,კვირის პალიტრის) წყაროს ინფორმაციით, მამა, რომელიც კრიმინალური ტრადიციების მიმდევარია, შვილს წავკისში საქმის გასარჩევად გაჰყვა. შსს-ის ინფრომაციით, მკვლელობაში მონაწილეობა ორივემ მიიღო. კიდევ ერთი დაკავებული პირი, რომელსაც ბრალადა ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა, გვარად, ყურაშვილია.

კვირის პალიტრა, თეა ხურცილავა (ფოტოზე: დავით და ლექსო ფეიქრიშვილები)