მამა-შვილი, რომლებიც სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს – ,,მკვლელის მამა ბავშვის მკვლელობაზეა ნაჯდომი”

მამა-შვილი, რომლებიც სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - ,,მკვლელის მამა ბავშვის მკვლელობაზეა ნაჯდომი''შინაგან საქმეთა სამინისტრომ წავკისში ორი ახალგაზრდა მამაკაცის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავა მამა-შვილი – 46 წლის ნიკოლოზ აბულაძე და მისი 27 წლის ვაჟი გიორგი აბულაძე. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამართალდამცავებმა დააკავეს აბულაძეების ოჯახის ახლობელი, 25 წლის ანრი ყურაშვილიც.

გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულებმა 23 დეკემბერს, დაბა წავკისში მომხდარი კონფლიქტის დროს, ცივი იარაღის გამოყენებით, დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩაიდინეს დავით და ლექსო ფეიქრიშვილების მკვლელობა. გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. ამავე კონფლიქტის დროს, დაიჭრა კიდევ ორი პირი.

,,დაკავებულია სამი პიროვნება, აქედან ორი მამა და შვილია. მამა იჭერდა ლექსოს და შვილი უკნიდან ჩეხავდა. შეწყალებით არის გამოსული მკვლელის მამა და ბავშვის მკვლელობაზეა ნაჯდომი”- წერს გარდაცვლილების ბიძაშვილი ლუკა ფეიქრიშვილი