ლუკა ფეიქრიშვილი: ,,ბიჭები კი არ დაჭრეს, დაჩეხეს, გზაში სისხლისგან დაიცალნენ…”

ლუკა ფეიქრიშვილი: ,,ბიჭები კი არ დაჭრეს, დაჩეხეს, გზაში სისხლისგან დაიცალნენ..."ლუკა ფეიქრიშვილი მის ოჯახში მომხდარ საშინელ ტრაგედიაზე ფეისბუქში წერს:

,,ორი ბიძაშვილი უნდა დავასაფლავო, ორ ახალგაზრდა ბიჭს მიწა უნდა დავაყარო.
განსაკუთრებული სისასტიკეო. ალბათ ბიჭები კი არ დაჭრეს, დაჩეხეს,
საავადმყოფომდე ვერ ჩააღწიეს, გზაში სისხლისგან დაიცალნენ.
მერე უცებ ტკივილი გაქრა და აწი იქნება სულ ძილი.
ბიჭებო, თქვენ მოგიკვდით მე. როგორ გაგვამწარეთ, არც ძილი მეკარება და ვერც სლუკუნს ვიჩერებ”.

გუშინ საღამოს შინდისის გზაზე ცივი იარაღით ორი  ახალგაზრდა  მოკლეს. არიან დაჭრილებიც, რომელთაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

​მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.