ლიკა ჭყონიას ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა “რეპროარტი” – ბრძოლა უშვილობის პრობლემის წინააღმდეგ

ლიკა ჭყონიას ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტი" - ბრძოლა უშვილობის პრობლემის წინააღმდეგდღეს უშვილობის პრობლემა მსოფლიოში აქტიურად დგას. სამწუხაროდ, ხშირად შვილის გაჩენის მოლოდინში წყვილები უამრავ დროს, ფინანსებს, ჯანმრთელობას ხარჯავენ წლების მანძილზე, დადიან ერთი კლინიკიდან მეორეში და დადებითი შედეგი არ დგება.

პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით ჩავატარეთ კვლევა რეპროდუქციული მიმართულების ყველაზე სანდო და აღიარებული მოღვაწეების გამოსავლენად, რათა ჩვენს მკითხველს შევუმოკლოთ შვილოსნობამდე მიმავალი გზა. კვლევის პროცესში გამოიკვეთა ემბრიოლოგის, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა “რეპროარტის” დამფუძნებლისა და დირექტორის, ქალბატონი ლიკა ჭყონიას დიდი გამოცდილება და წარმატება ამ მიმართულებით.

ლიკა ჭყონიას ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტი" - ბრძოლა უშვილობის პრობლემის წინააღმდეგჩვენ რამდენიმე თვის მანძილზე ვცდილობდით ქალბატონ ლიკასთან შეხვედრას და იმ საინტერესო კითხვებზე პასუხების პირადად მისგან მიღებას, რაც ბევრ თქვენგანს აინტერესებს. დატვირთული სამუშაო განრიგისა და პაციენტების სიმრავლიდან გამომდინარე ჩვენი ინტერვიუ ბევრჯერ გადაიდო. საბედნიეროდ, ქალბატონმა ლიკამ ცოტა დრო ჩვენთვისაც გამონახა და გთავაზობთ ინტერვიუს ემბრიოლოგთან, რომელსაც საქართველოში ინ ვიტრო განყოფილებაში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს.

– ქალბატონო ლიკა, რა არის უშვილობის პრობლემის გაახალგაზრდავების მიზეზი?

– უშვილობის პრობლემა კი არ გაახალგაზრდავდა, ადამიანებმა ბევრად უფრო თამამად დაიწყეს ამ თემაზე ლაპარაკი და ბევრად ადრე მოდიან უნაყოფობის სამკურნალოდ. რეალურად სტატისტიკა იგივე დარჩა. ძალიან კარგია, რომ ამ საკითხთან მიმართებით ჩვენი საზოგადოების ცნობიერება იცვლება. პრობლემის აღიარებით და ჩვენი დროული ჩარევით დადებითი შედეგის მიღების ბევრად მეტი შანსი გვაქვს.

– უშვილობის შემთხვევაში წყვილმა თანაცხოვრების რა ეტაპზე უნდა მიმართოს ექიმს?

– 35 წლამდე ქალები და მამაკაცები აუცილებლად უნდა მოვიდნენ რეპროდუქტოლოგთან, დაუცველი სქესობრივი თანაცხოვრებიდან ერთი წლისთავზე თუ არ მოხდა ორსულობა.

– როგორია შედეგები ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დროს?

– ყველა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებული შედეგი გვაქვს და რაც უფრო მაღალია ასაკი, შედეგი უფრო მცირდება. თუ ამას ემატება ზოგიერთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევის გარკვეული ფორმაც, ეს კიდევ უფრო ართულებს დადებითი შედეგის მიღების შანსს. ახალგაზრდა ქალებში შედეგი 60%-ზე მაღალია.

არსებობს შემთხვევები, როდესაც ორსულობა ან/და მშობიარობა, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეუძლებელი ან სახიფათოა. ამ დროს საჭირო ხდება მესამე ადამიანის ჩართვა მკურნალობის პროცესში. კერძოდ, სუროგატი დედის.

– რა თანამედროვე აღმოჩენებია უშვილობის პრობლემასთან დაკავშირებით?

– ბოლო წლებში უცხოეთში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის შესწავლას და გამოკვლევების დაფინანსებას. სულ ახლახან დადასტურდა, რომ მამაკაცის ასაკსაც ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქალის. მართალია, მამაკაცს ყველა ასაკში შეუძლია, იყოლიოს შვილი, მაგრამ მეორე საკითხია ამ ბავშვების ჯანმრთელობის პრობლემები, რაც პირდაპირ უკავშირდება მამაკაცის ასაკს.

რაც უფრო ასაკოვანია მამაკაცი, მით უფრო მეტია შანსი, ბავშვი გაჩნდეს ისეთი პრობლემებით, როგორებიცაა: შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა და აუტიზმი. რაც უფრო ასაკოვანია მამაკაცი, მით უფრო მეტი დრო სჭირდება, რომ მიღებულ იქნას ორსულობა. ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალურია ემბრიონის გენეტიკური კვლევები და ასევე საშვილოსნოს კვლევები. სრულიად ახალია კვლევები ემბრიონებზე, როდესაც ხდება იმ ხსნარის გაანალიზება, რომელშიც ემბრიონი კულტივირდება და თუ ამ კვლევებმა გაამართლა, ძალიან სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ წინ. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული საერთაშორისო კვლევებში და ალბათ მალე დაიდება შესაბამისი პროექტები.

– საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების გზით (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) დაბადებული ბავშვები ჯანმრთელობის მხრივ უფრო სუსტები არიან. რამდენად ახლოსაა რეალობასთან ეს აზრი?

– ინ ვიტრო განაყოფიერების გზით გაჩენილი ბავშვები არაფრით განსხვავდებიან სხვა მოზარდებისგან. ისინი არიან საჩუქრები, რომლებიც წლების ლოდინისა და სამედიცინო დახმარების შემდეგ მოევლინენ ქვეყანას.

– თქვენ ამერიკაში ცხოვრობდით და მუშაობდით მრავალი წელი, შეგიძლიათ გვითხრათ, აშშ-ში როგორ არის განვითარებული ეს სფერო?

– აშშ-ში მიღებული გამოცდილება არის სკოლა, სადაც თავისთავად სწავლობ ეთიკას, კულტურას და სტანდარტებს… ოკეანის იქით სულ სხვა ტემპით და ხარისხით მიდიან წინ. რამდენიმე ხნის წინ კვლევაც კი მომზადდა, სადაც სპეციალისტებმა ამერიკის და ევროპის კლინიკების მონაცემები ერთმანეთს შეადარეს და აღმოჩნდა, რომ აშშ-ში ორსულობის სიხშირე ორჯერ მეტია, ვიდრე ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული კლინიკა საკმაოდ მაღალბიუჯეტიანია, თავად აშშ-ის ჯანდაცვის სისტემაც უდიდეს ფინანსებს ხარჯავს რეპროდუქციული მედიცინის განვითარებაზე. მაგალითად, აშშ-ში არსებობს ინ ვიტრო განაყოფიერების მონაცემების ერთიანი ნაციონალური რეესტრი. მასში დაცული ინფორმაცია სწორი, უტყუარი და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. საჯაროდ გამოქვეყნებული მკურნალობის შედეგები კლინიკებისთვის მთავარი დასაყრდენი, ძალა და ბერკეტია პაციენტების მოსაზიდად.

კარგი იქნება, თუ საქართველოშიც შეიქმნება შედეგების რეგისტრაციის მსგავსი სისტემა, რაც შესაძლებელს გახდის, ობიექტურად შეფასდეს ყველა მოქმედი კლინიკა. ასეთი მიდგომა სფეროს განვითარებას და ხარისხის მართვას შეუწყობს ხელს. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ “რეპროარტის” წარმატების შედეგები აშშ-ის წამყვანი კლინიკების მაჩვენებლებს უტოლდება.

– ცოტა ხნის წინ თქვენ შესახებ კანადის პრესა და ტელევიზია ბევრს საუბრობდა, თქვენს მისაღებში დღესაც მრავლად შევნიშნეთ უცხოელი პაციენტები.

– ბევრი ბავშვი გვყავს ბევრ ქვეყანაში. ჩამოსული იყო წყვილი კანადიდან, 64 წლის ქალმა კვერცხუჯრედის დონორის პროგრამით გააჩინა შვილი და ამ ფაქტს მართლაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა კანადაში. ჩვენთან ჩამოდიან პაციენტები ისრაელიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან, ინგლისიდან და ა.შ. გვიცნობენ და იციან, რომ “რეპროარტში” მაღალპროფესიულ მკურნალობას მიიღებენ.

– თქვენ, ჩვენი გამოკითხვით, ერთ-ერთ უძლიერეს ემბრიოლოგად დასახელდით, ხოლო კლინიკა “რეპროარტი” საუკეთესო რეპროდუქციულ ცენტრად. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი ასეთი წარმატება და აღიარება?

– პროფესიონალები ვართ, ვიცით, რას ვაკეთებთ. ვაანალიზებთ და ვაუმჯობესებთ ჩვენს მუშაობას. თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად ვუდგებით. მუდმივად ვცდილობთ ჩვენი ცოდნის გაღრმავებასა და თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებისთვის ფეხის აწყობას. ვმონაწილეობთ სხვადასხვა კონგრესებში, სადაც ვაქვეყნებთ ჩვენს ნაშრომებს. მჭიდრო კავშირი გვაქვს ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო და გულღია დამოკიდებულება პაციენტებთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სფეროში ნაკლებადაა რეგულაციები, გაგვიმართლა, რომ ვიცნობთ ევროპულ და ამერიკულ გამოცდილებას ამ მიმართულებით და მათზე დაყრდნობით შევქმენით შიდა რეგულაციები. მკაცრად ვიცავთ ბიოეთიკის ნორმებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.reproart.ge

ნინო სიხარულიძე, სარკე