კომპოზიტორ დავით მალაზონიას, რომელსაც სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა, ფინანსური დახმარება სჭირდება

კომპოზიტორ დავით მალაზონიას, რომელსაც სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა, ფინანსური დახმარება სჭირდებაანსამბლ „ირიაოს“ მუსიკალურ ხელმძღვანელს, ცნობილ კომპოზიტორს, დავით მალაზონიას ნოემბრის დასაწყისში პეკინზე სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე გახლდათ, როდესაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს. კომპოზიტორს სახესა და ორივე ფეხზე ოპერაციები ჩაუტარდა და დიდი ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. მცირე ხნის წინ ის გამოწერეს, თუმცა დავით მალაზონია იმავე საღამოს ცუდად გახდა და ამჟამად „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფება. მას ნევროლოგიური ხასიათის პრობლემები აწუხებსდა ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

კომპოზიტორ დავით მალაზონიას, რომელსაც სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა, ფინანსური დახმარება სჭირდებათბილისის მერიამ 10 000 ლარით დააფინანსა კომპოზიტორის მკურნალობა, თუმცა რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ 20  000 ლარია გადასარიცხი, ხოლო „ნიუ ჰოსპიტალის“ ხარჯები ჯერჯერობით უცნობია.

ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდება დაფინანსებასთან დაკავშირებულ პასუხს, თუმცა სოციალურ ქსელში დათოს მეგობრები უკვე ავრცელებენ ანგარიშს, სადაც მსურველებს შეუძლიათ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მუსიკოსის დახმარება.

მუსიკალური საზოგადოება, ჯგუფი „ირიაოს“ წევრებთან ერთად აქტიურობას აპირებს და უახლოეს მომავალში დავით მალაზონიას ოჯახის დასახმარებლად კონცერტებს გამართავენ.

მუზიკბოქსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018