ხათუნა იოსელიანმა მე-5 ინფარქტი გადაიტანა – “დგება, დადის და ივლის კიდევ ასი წელი“

ხათუნა იოსელიანმა მე-5 ინფარქტი გადაიტანა - "დგება, დადის და ივლის კიდევ ასი წელი“მსახიობი ხათუნა იოსელიანი წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მსახიობმა დიდი ხნის წინ დატოვა საქართველო. ნიუ იორკში იპოვა სცენა, სადაც თამაშობს და სპექტაკლებსაც დგამს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა ინსულტი გადაიტანა. ჩვენ მასთან დაკავშირება ვერ შევძელით. თუმცა ვესაუბრეთ ასევე ნიუიორკში მცხოვრებ ქართველ პოეტსა და ტელეწამყვანს, ლელა ნინუას.

„უკვე მეხუთედ გადაიტანა ინფარქტი. მძიმედ იყო. ძლიერი ქალბატონია. ახლა უკვე სახლშია. საუბარიც დაიწყო. ექიმები იმედიანად არიან. დგება, დადის და ივლის კიდევ ასი წელი“ – განაცხადა ჩვენთან საუბარში ლელამ.

პრაიმ ტაიმი